შეიძინეთ ნამუშევრები

PULSE (IMPULSE) NY
თეა გვეტაძე, მაია ნავერიანი, ბესო უზნაძე

5-8 მარტი 2015


At Home With Good Ideas (‘სახლში კარგი იდეებით’) არის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც 2015 წლის ნიუ იორკის ‘პულსი-ის’ ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში მოეწყო. გამოფენა-გაყიდვა 5-დან 8 მარტის ჩათვლით იყო ღია მაყურებლისთვის.

Project ArtBeat–მა გამოფენაზე წარმოადგინა სამი ხელოვანი: თეა გვეტაძე, მაია ნავერიანი და ბესო უზნაძე. ხელოვანთაგან სამივე მსოფლიოს სხვადასხვა ხელოვნების სცენას განეკუთვნება და ერთმანეთთან არ აკავშირებს პრაქტიკული თუ სტილისტური ტენდენციები. მაია ნავერიანი და ბესო უზნაძე ლონდონსა და თბილისში ცხოვრობენ/მუშაობენ, ხოლო თეა გვეტაძე ცხოვრობს/მუშაობს ბერლინსა და თბილისში. მაია ნავერიანს წარადგენს გალერეა ფოსი (Galerie Voss) დუსელდორფში, თეა გვეტაძეს კი თბილისის გალერეა ‘ნექტარი’ და დუსელდორფის რუპერტ ფაბის გალერეა (Gelerie Rupert Pfab), ბესო უზნაძეს წარადგენს www.projectartbeat.com.

გამოფენისათვის ნამუშევრების შერჩევა მოხდა თემატურად. გამოფენის მიზანი იყო, რომ ერთ სივრცეში მოექცია სამი განსხვავებული პოზიციის ხელოვანი რომლებიც თავიანთ ხელოვნებაში ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა პირადი, ე.წ. ‘საშინაო’ გარემო და სუბიექტურობა. შერჩეულ ნამუშევრებში ერთად სიანტერესოდ ირეკლებოდა სუბიექტურობის ჩამოყალიბების პროცესი არა ობიექტურ გარემოში, საჯარო სივრცეში, არამედ შინ, ადამიანის პირად სივრცეში.

ხელოვანთაგან ორი ქალია, ერთი კი მამაკაცი, რომლის ციფრულ სურათებში ხშირად ქალიცა და მამაკაციც შინ, მათ ყველაზე ინტიმურ გარემოში არიან ასახულები. ამ ფაქტების გათვალისწინებით, გამოფენას ქალურობის ძლიერი ელფერი დაჰკრავდა.

გამოფენილი ნამუშევრები სხვადასხვა მედიუმს განეკუთვნება. ერთდროულად იყო წარმოდგენილი გრაფიკა, კერამიკა, შერეული ტექნიკა და ციფრული პრინტი. ასეთმა ეკლეკტიზმმა სიანტერესო დიალოგი შექმნა ნამუშევრებს შორის, სადაც ხშირად მეორდებოდა ფერი, ფორმა თუ თემატიკა.