შეიძინეთ ნამუშევრები

ARTINTERNATIONAL Istanbul
ირაკლი ბუგიანი, ლევან მინდიაშვილი, გიო სუმბაძე...

4-6 სექტემბერი 2015


Boundaries არის კურირებული გამოფენა ხელოვნების ბაზრობაზე ARTINTERNATIONAL  2015, რომელიც 4-6 სექტემბერს მოეწყო სტამბულში (Haliç Congress Center, Istanbul, Turkey).

გამოფენაზე Boundaries ნაჩვენები იყო ირაკლი ბუგიანის, ლევან მინდიაშვილის, გიო სუმბაძის და მაია სუმბაძის ნამუშევრები. გამოფენა ეხმიანებოდა სუბიექტ/ობიექტის დიქოტომიას და ფოკუსირებული იყო ურთიერთობებზე სუბიექტურ სფეროში რაც მოიცავს ყველაზე ინტიმურ, პირად სივრცეს და სამყაროს მის გარეთ.

 

ირაკლი ბუგიანი (დაბ. 1980) ცხოვრობს და მუშაობს დიუსელდორფში, გერმანია.

ბუგიანი დაიბადა თბილისში, სადაც 2001 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სახმატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით. შემდეგ სწავლობდა რუანის სახვითი ხელოვნების სკოლაში, საფრანგეთში; კარლსრუეს სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიიღო მაგისტრისხ არისხი, შემდეგ 2010 წელს სწავლა დაასრულა დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით.

არტისტი მუშაობს ფერწერის და კოლაჟის მედიაში. მის ნამუშევრებში ასახულია არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი ადამიანების გარეშე. აბსტრაქტული გამოსახულება იქმნება ხეთის საღებავის უხეში მონასმებით ტილოზე, რომელიც კომბინირებულია აპლიკაციასთან. ნამუშევრები დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული ლანდშაფტები და ზღვის ხედები, წაშლილი პორტრეტები უკავშირდება გამოგონილი და ისტორიული მოგონებების კვლევას. ნამუშევრების სიუჟეტი და მუშაობის სტილი არღვევს წესრიგს და ორაზროვან, გაურკვეველ შეგრძნებას იწვევს.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:  2015 – Heritage(მემკვიდრეობა), Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - AT388, როტერდამი, ნიდერლანდები;  2013 - მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2013 ჯილდო -  Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 -  Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია.

ლევან მიდნიაშვილი (დაბ. 1979) ცხოვრობს ბრუკლინში, ნიუ იორკში.

მინდიაშვილის სამხატვრო ინტერესი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა. ეს საკითხები დღესაც აქტუალურია საქართველოსა და ზოგადად პოსტ-საბჭოთა საქართველოს კულტურაში, სადაც არტისტი დაიბადა. დღემდე მისი ნამუშევრების ცენტრალური თემაა ურთიერთობა პირადსა და საჯაროს შორის, ამავე დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სუბიექტ/ობიექტის დიქოტომია.

ისევე როგორც სუბიექტისა და ობიექტის დიქოტომიას, მინდიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის. ხელოვანის შერეული ტექნიკის ნამუშევრები, სადაც სუბიექტი/ობიექტის, პირადისა და საჯაროს დიქოტომიების კრიტიკული კვლევაა მოცემული, კვლავ ე.წ. პოსტ-საბჭოთა კრიზისის აქტუალურ საკითხებს გვახსენებს. სერია რომელიც Boundaries-ზეა წარმოდგენილი წარმოდგენს დიალოგს ძალიან ინტიმურ ფიზიკურ სივრცესა და ნიუ იორკის არქიტექტურის ფრაგმენტებს შორის.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:  2015 - Suites for Unintended Archeology, the Vazquez Building, ნიუ იორკი, აშშ. ; 2015 – Heritage (მემკვიდრეობა), RICHMIX Arts Centre, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - Borderlines, the Lodge Gallery, ნიუ იორკი, აშშ; 2014 - Crossing the Boundaries.03, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - Urban Identities, Kunstraub99 Art Gallery, კიოლნი, გერმანია; 2011 - Movistar Arte Joven 2011, Borges Cultural Center, ბუენოს აირესი, არგენტინა.

გიო სუმბაძე (დაბ.1976) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.

გიო სუმბაძის არტისტული პრაქტიკა მოიცავს  საქართველოს და მთელი პოსტსაბჭოთა რეგიონის  საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევას. გამოფენაზე ნაჩვენები იყო რამდენიმე ნამუშევარი  სუმბაძის ბოლო პერიოდის სერიიდან, რომელიც ქუთაისში ხატვის სკოლას და ტრადიციას და მასთან დაკავშირებულ არქიტექტურულ მემკვიდრეობას ეხება.  

ნამუშევრები სერიიდან  URB EX წარმოადგენს ყოფილი ციხის, სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერს. სამივე ნაგებობა  ქუთაისში მდებარეობს. სუმბაძე გვაჩვენებს პარალელებს ყოფილი პატიმრების მიერ შესრულებული ციხის კედლების არაფორმალურ მხატვრობას, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბჭოთა პერიოდის დეკორსა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს შორის. 

სუმბაძე შლის საზღვრებს პირად და საზოგადო სივრცეებს შორის და იყენებს ფოტოგრაფიას, როგორც დოკუმენტაციის საშუალებას.  ამ მედიის მეშვეობით იკვლევს რა სახეს ატარებს მხატვრობის ტრადიცია სამ სხვადასხვა ინსტიტუციაში.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები: 2015 - URB EX, TBC გალერეა, Project ArtBeat მოძრავი გალერეა, ქუთაისი, საქართველო; 2014 – თავიდან, Hans Peter Zimmer Stiftung, დიუსელდორფი, გერმანია, 2013 - Kamikaze Loggia,საქართველოს პავილიონი, 55-ე ვენეციის ბიენალე, ვენეცია, იტალია;  2010 - გაყინული მომენტები, არქიტექტურა გვპასუხობს, ყოფილი ტრანსპორტის სამინისტროს შენობა, თბილისი, საქართველო; 2009 - Born In Georgia, CoBra Museum, ამსტერდამი, ნიდერლანდები.

მაია სუმბაძე (დაბ. 1972) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

სუმბაძის ნამუშევრები გრაფიკული დიზაინის ტრადიციდან მოდის და ემყარება ხაზის მეტყველებას. საბჭოთა საქართველოში დაბადებული არტისტი ინსპირაციას იღებს საბჭოთა კავშირის პერიოდის უტილიტარული ნივთების დიზაინის  და არქიტექტურის ესთეტიკიდან.  

Boundaries  აერთიანებს მის კომპიუტერულ გრაფიკისა და წყლის საღებავებთ შესრულებულ ნამუშევრებს. სურათებში  სუმბაძის მეხსიერების ფრაგმენტები საბჭოთა კავშირში გატარებული ბავშვობიდან,  მისი ფანტაზია და ახლანდელი დრო, როგორც პოსტ საბჭოთა რეალობა ერთადაა წარმოდგენილი. იშლება საზღვრები განცდილ რეალობასა და წარმოსახვას შორის და ამ გზით იქმნება სხვა შესაძლებელი რეალობა. 

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:  2014 - Untold Stories, Video ArtLab., ევროპის სახლი, თბილისი, საქართველო; 2013 - Pulsart Restart, East Mission Project, სკიო, იტალია;  2013 - Take me Out, არტარეა გალერი, თბილისი, საქართველო; 2012 - Tamada's Tutorial, Gallery Meet Factory, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - On the Way, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA) თბილისი, საქართველო); 2009 - Born In Georgia, CoBra Museum, ამსტერდამი, ნიდერლანდები.