შეიძინეთ ნამუშევრები

VOLTA12 Basel
ნინო ჩუბინიშვილი, ლადო ფოჩხუა, გიო სუმბაძე

13-18 ივნისი 2016


Post-Soviet Explorations აერთიანებს სამი ქართველი არტისტის ნინო ჩუბინიშვილის (დაბ.1969), ლადო ფოჩხუას (დაბ.1970) და გიო სუმბაძის (დაბ.1976) დაკვირვებებს მულტიკულტურულ  ინფორმაციისნაკადებზე. არტისტები საქართველოში, საბჭოთა კავშირის დროს არიან დაბადებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში შემოიჭრა დასავლური ინფორმაციული კულტურა, რაც განსაკუთრებული მოვლენა იყო. ამ პროცესის გაცნობიერება საქართველოში დღემდე მიმდინარეობს. ახალ და ძველ ინფორმაციულ ნაკადებზე, მათ უერთიერთქმედებაზე დაკვირვება ვოლტაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ჩანს. 

არქეტიპული, ტრადიციული და თანამედროვე ცოდნის კვლევა სამივე არტისტთან განსხვავებულ ფორმას ატარებს. ფოჩხუას ნამუშევრებში კლასიკური ფორმისა და გამოცდილების კვლევა სიმულაკრების სახეს იღებს. წარსულის ვიზუალური და ტექნიკური ცოდნის ნაკადი მომავლის ფორმებით არის რეპრეზენტირებული, სურათებზე აღარც წარსული რჩება უტყუარის სახით და  ცალსახად არც მომავალია. დროის განსხვავებული დინებების გადაკვეთით არტისტი ერთდოულად იძლევა წარსულის და მომავალის ესთეტიკას. ჩუბინიშვილის სერია „ექოები“ ასევე დროში მოგზაურობის მუხტს ატარებს. არტისტი  სამკუთხედს, წრეს, კვადრატს, კიბეს და მათთან დაკავშირებულ ასოციაციებს იყენებს როგორც მედიტაციის საშუალებას. ბეტონში ჩამოსხმული ობიექტები გეომეტრიული ფიგურებით არის საწყისი ადამაინის თვითრეფლექსიის - წარსულში, აწმყოში და მომავლის ფანტაზიებში მოგზაურობისთვის.  გიო სუმბაძე UrbEx სერიაში ქალაქების არქეოლოგიას, არქიტექტურისა და ბუნების სახეს იკვლევს. მის ნამუშევრებში რეალური სტრუქტურები (მიწის ზედაპირი, შენობის კედლები) აბსტრაქციის ზღვარზე მიდის. პატერნებად ქცეული მექანიზმებით, არქიტექტურული სქემებით კი აბსტრაქტული, არარსებული ადგილების რუქები იქმნება. ერთი თაობის სამი არტისტის ნამუშევრებში სხვადასხვა ინფორმაციული ველები, ესთეტიკური და ანტისეთეთიკური გამოცდილება პოსტ-საბჭოთა დაკვირვებებში იყრის თავს.