შეიძინეთ ნამუშევრები

Kyiv Art Week
მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი, ლევან მინდიაშვილი...

15-20 ივნისი 2016


ფროჯექთ ართბიტი წარმოადგენს მაკა ბათიაშვილის, ირაკლი ბუგიანის, ლევან მინდიაშვილის, ნიკა სახანბერიძისა და მაია სუმბაძის ნამუშევრებს გაერთიანებულებს თემის გარშემო - რას წარმოადგენს მეხსიერება ფრაგმენტებში და როგორ ქმნიან ფრაგმენტები ალტერნატიულ მოგონებებს შესაძლებელზე. საქართველოში დაბადებული არტისტები იზიარებენ საერთო წარსულს რესპუბლიკაზე, რომელიც პოსტ-საბჭოთა მდგომარეობის მღელვარე პერიოდში იყო მოქცეული. გამოსახულება, რომელსაც ისინი ქმნიან, დაფუძნებულია ამ პერიოდში მიღებულ სხვადასხვა გამოცდილებებზე. ყველა მათგანი იყენებს ფერწერისა და პროგრამის მედიუმს.


მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)

მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მის მერე მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში .

მაკა ბატიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2015 – START Art Fair, საატჩი გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი; 2013 - უსათაურო, არუნდელის გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; 2012 - უსათაურო, ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ფოტოგრაფიის გამოფენა, ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ.


ირაკლი ბუგიანი (დ. 1980, თბილისი, საქართველო)

ბუგიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2001 წელს დაასრულა სახვითი ხელოვნების განხრით. ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ნატიფი ხელოვნების სკოლაში რუანში, საფრანგეთში და სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში კარლსრუეში, გერმანიაში. 2010 წელს მაგისტრის ხარისხი აიღო ხელოვნების ისტორიაში დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში გერმანიაში. 

ბუგიანი მუშაობს ფერწერასა და კოლაჟებზე. მის ნამუშევრებში ასახულია ადამიანებისგან დაცლილი არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი. ტილოზე ზეთის უხეში მონასმებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული პეიზაჟები, ზღვის ხედები და ფერდაკარგული პორტრეტები ადამიანის მეხსიერების გამოგონილსა და ისტორიულ ფაქტებში მოგზაურობას ასახავენ. არჩეული თემა და სტილის კომბინაცია მშფოთვარე გაურკვევლობას ქმნიან.

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში, გერმანია.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2015 - Ausstellungseröffnung: 191°S, WELTKUNSTZIMMER, დიუსელდორფი, გერმანია; Kunstpunkte 2015, დიუსელდორფი, გერმანია; Heritage, RICHMIX ხელოვნების ცენტრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - Crossing the boundaries, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები, 2013 - Kunstpreis Junger Westen 2013, Kunsthalle Recklinghausen, რეკლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 -  Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, გალერეა 10, კარლსრუე, გერმანია.


ლევან მინდიაშვილი (დ. 1979, თბილისი, საქართველო)

მინდიაშვილის შემოქმედება ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა,  აქტუალური საკითხები საქართველოს პოსტ-საბჭოთა კულტურისთვის, სადაც არტისტი დაიბადა. როგორც სუბიექტისა და ობიექტის დიქოტომიას, მინდიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის. ნამუშევრების სერია, წარმოდგენილი საზღვრებში, ფრაგმენტულად ასახავს დიალოგს ადამიანის ინტიმური ფიზიკური სივრცისა და ნიუ-იორკის გარეუბნის არქტექტურის ექსტერიერს შორის.

ლევან მინდიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში, აშშ.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2016 - (extra)ordinary, the Hollows, ნიუ-იორკი, აშშ; Aesthetics of Repair in Contemporary Georgia, Tartu Art Museum, ტარტუ, ესტონეთი, 2015 - Structures, The Manny Cantor Center, New York, USA; KIOSK, Odetta Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; Suites for Unintended Archeology, the Vazquez Building, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 - Heritage, RICHMIX ხელოვნების ცენტრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - Borderlines, the Lodge Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; 2014 - Crossing the Boundaries, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - ურბანული იდენტობები, Kunstraub99 Art Gallery, კელნი, გერმანია; 2011 - Movistar Arte Joven 2011, Borges კულტურული ცენტრი, ბუენოს აირესი, არგენტინა.


ნიკა სახანბერიძე (დ. 1981, თბილისი, საქართველო)

ნიკა სახანბერიძე,  როგორც მხატვარი ყოველგვარი პროფესიული სწავლების გარეშე ჩამოყალიბდა თბილისში. 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, არტისტი მრავალ სოლო თუ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი, მონრეალი და სხვ. 2008 - 2010 წლებში ნიკა სახანბერიძე ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში სწავლობდა ხელოვნების ფაკულტეტზე.

ნიკა სახანბერიძის შემოქმედება უმეტესად ფერწერასა და შერეულ მედიაში შესრულებულ ქანდაკებას მოიცავს. მისი შემოქმედების გარკვეული ნაწილი სტრიტ-არტისა და ინტერაქციული ხელოვნების ნიშნების მატარებელიცაა. ნიკას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს "ჩუტყვავილა" - ხუთ ფურცლიანი ყვავილის ფორმის გასავრცელებელი სთიქერი. 2000-იანების ეს ცნობილი "ვირუსი" მოედო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გასცდა მის საზღვრებს და დღემდე აგრძელებს გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 2015 წელს Project ArtBeat-ისთვის არტისტის მიერ სპეციალურად შექმნილი ნამუშევრების სერია შერეული ტექნიკისა და აკრილის ფერწერას მოიცავს. აქ ხელოვანისათვის დამახასიათებელი ტენდენციები ერთობლივად იყრის თავს. ხელოვანის მთავარი მიზანია ფერწერის ტექნიკური ამოცანების ამოხსნა. ფერი, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ამოცანა, აქაც კვლავ მისი სახელოვნებო კვლევის ფოკუსად რჩება. ხელოვანი დაინტერესებულია ისეთი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, როგორიცაა ოკეანოლოგია, ენტომოლოგია და ბოტანიკა. მისი ინსპირაცია მოდის ზღვის არსებების, სხვადასხვა მინერალების, მცენარეების და მწერების ფერებიდან და მათი სინათლესა და სიბნელესთან ურთიერთობიდან. თავის შემოქმედებაში ხელოვანი იყენებს ისეთ ფერებს, როგორიცაა ფოსფორი და სხვა ფლუროცენტული ფერები. მისი აბსტრაქციები სიბნელეში ანათებს და ხასიათს იცვლის ულტრაიისფერი სხივის ინტენსიობის მიხედვით. ამგვარად ხელოვანი გვაცნობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გავრცელებულ ფერებს და ხელოვნების ჭრილში მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 2015 წელს ნიკა სახანბერიძის პერსონალური გალერეა გაიმართა Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში. ამავე წელს არტისტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანების საერთაშორისო გამოფენაზე პარიზში, საფრანგეთში

ნიკა სახანბერიძე ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში, ამერიკაში.


მაია სუმბაძე (დ. 1972, თბილისი, საქართველო)

სუმბაძის ნამუშევრები გრაფიკული დიზაინის ტრადიციდან მოდის და ემყარება ხაზის მეტყველებას. საბჭოთა საქართველოში დაბადებული არტისტი ინსპირაციას იღებს საბჭოთა კავშირის პერიოდის უტილიტარული ნივთების დიზაინის და არქიტექტურის ესთეტიკიდან. „საზღვრები“ წარმოაჩენს ხელოვანის აკვარელის საღებავებით შესრულებულ ნამუშევრებს და ციფრულ პრინტებს.  ნამუშევრებში სუმბაძის მეხსიერების ფრაგმენტები საბჭოთა კავშირში გატარებული ბავშვობიდან, მისი ფანტაზია და ახლანდელი დრო, როგორც პოსტ საბჭოთა რეალობა ერთადაა წარმოდგენილი. იშლება საზღვრები განცდილ რეალობასა და წარმოსახვას შორის და ამ გზით იქმნება სხვა შესაძლებელი რეალობა.

მაია სუმბაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2016 - მეხსიერება და უწყვეტობა, ჰუმა კაბაკცის კოლექცია, პერას მუზეუმი, სტამბოლი, თურქეთი; 2015 - თბილისის მეორე ტრიენალე, S.O.S. თვითორგანიზებული სისტემები,  თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო; 2014 - უთქმელი ისტორიები, ევროპის სახლი, თბილისი, საქართველო; 2013 - Pulsart Restart,  სკიო, იტალია; 2013 - Take me Out, არტარეას გალერეა, თბილისი, საქართველო; 2012 - თამადას ტუტორიალი, Gallery Meet Factory, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - გზაზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო; 2009 - დაბადებული საქართველოში, CoBra Museum, ამსტელვენი, ნიდერლანდები.