შეიძინეთ ნამუშევრები

START Art Fair at Saatchi Gallery
ბესო უზნაძე

14-18 სექტემბერი 2016

ბესო უზნაძე (დ. 1968, თბილისი, საქართველო)

ფოტოგრაფი ბესო უზნაძე ძირითადად ფოტოპორტრეტებზე, რეპორტაჟებსა და სერიებზე მუშაობს. ინსპირაციას იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩვეულებრივი გრძნობებიდან და მოვლენებიდან, როგორიცაა: სევდა, ბედნიერება, სიყვარული, განშორება, სექსი, შიში და სიკვდილი. უზნაძის ნამუშევრებში დომინირებს პორტრეტები იმ ადამიანებისა, რომლებსაც ის ყოველდღიურად ხვდება. ამ ფოტოსურათებით იგი ყვება მათ ისტორიებს, ოცნებებსა და შიშებს. მისი ფოტოსერიებია: 2B, In The Mood for Love, Don’t Wake Me, Tbilisi Portraits, Georgians in UK, Broadway Market.

თავის ახალ ფოტო სერიაში უზნაძე ყვავილების გამოსახულებებსა და ბუნებრივი სამყაროს ესთეტიკას იყენებს. იგი აქცენტს აკეთებს ესთეტიკურად მიმზიდველ დეტალებზე და სხვადასხვა ტექნიკის კომბინირებით აერთიანებს მათ, რათა შექმნას ფანტაზია ფოტოხელოვნების, სკულპტურისა და ფერწერის საზღვარზე. ამ სურათების სხვადასხვა ნაწილები დაყოფილია და ფენა-ფენა თავსდება. ბევრი სურათი ერთიანდება ერთი გამოსახულების შესაქმნელად: ზოგიერთი ნაწილი დამალულია - დარჩენილია მხოლოდ ბუნდოვანი კვალი ფორმისა - ზოგი კი გამჭვირვალედაა ნაჩვენები სხვა სურათის შიგნით. თითოეული ნამუშევრის ენერგიასა და განწყობას დიდწილად განსაზღვრავს უზნაძის მიერ გამოყენებული ფერებით მდიდარი პალიტრა.

ამ გზით მაყურებელი ერთვება მომხიბლავ, ზოგჯერ ეგზოტიკურ, ზოგჯერ კი ბნელ სამყაროში. გამოსახულებები ერთიანია და ამავდროულად კომპლექსური და დეტალური, რაც მთლიანობაში თანმიმდევრულობისა და მთლიანობის შეგრძნებას ტოვებს.

ჯილდოები და სტიპენდიები: 2008 British Journal of Photography საერთაშორისო ჯილდო, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Ian Parry-ის სტიპენდია, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Metro imaging კონკურსი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

ბესო უზნაძე ცხოვრობს და მუშაობს ლონდონი, ინგლისში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2016 START Art Fair, საატჩი გალერ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი,. 2016 KONTAKTPHOTOS, შავი და თეთრი გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 PULSE არტ ბაზრობაზე, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 Un Homme, Chapitre III, Galerie Hors-Champs, პარიზი, საფრანგეთი; 2014 Contemporary Istanbul არტ ბაზრობაზე, სტამბოლი, თურქეთი; 2014 არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2011 თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2011 Les Rencontres De La Photographie, არლი, საფრანგეთი; 2010 რტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2009 ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, Palazzo delle Esposizioni, რომი, იტალია; 2008 Taylor-Wessing Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2004 Schweppes Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.