შეიძინეთ ნამუშევრები

Contemporary Istanbul 2016
მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი, ბესო უზნაძე

3-6 ნოემბერი 2016

მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)

მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მის მერე მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის,  ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში .

მაკა ბატიაშვილმა ცხოვრობს და მუშაობს თბილისი, საქართველო.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2015 – სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი; 2013 - უსათაურო, არუნდელის გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; 2012 - უსათაურო, ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ფოტოგრაფიის გამოფენა, ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ.


ირაკლი ბუგიანი (დ. 1980, თბილისი, საქართველო)

ბუგიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2001 წელს დაასრულა სახვითი ხელოვნების განხრით. ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ნატიფი ხელოვნების სკოლაში რუანში, საფრანგეთში და სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში კარლსრუეში, გერმანიაში. 2010 წელს მაგისტრის ხარისხი აიღო ხელოვნების ისტორიაში დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში გერმანიაში. 

ბუგიანი მუშაობს ფერწერასა და კოლაჟებზე. მის ნამუშევრებში ასახულია ადამიანებისგან დაცლილი არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი. ტილოზე ზეთის უხეში მონასმებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული პეიზაჟები, ზღვის ხედები და ფერდაკარგული პორტრეტები ადამიანის მეხსიერების გამოგონილსა და ისტორიულ ფაქტებში მოგზაურობას ასახავენ. არჩეული თემა და სტილის კომბინაცია მშფოთვარე გაურკვევლობას ქმნიან.

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფი, გერმანია.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2015- Ausstellungseröffnung: 191°S, WELTKUNSTZIMMER, დიუსელდორფი, გერმანია; Kunstpunkte 2015, დიუსელდორფი, გერმანია; Heritage, RICHMIX ხელოვნების ცენტრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 -Crossing the boundaries, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები,  2013 - Kunstpreis Junger Westen 2013, Kunsthalle Recklinghausen, რეკლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 -  Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, გალერეა 10, კარლსრუე, გერმანია.


ბესო უზნაძე (დ. 1968, თბილისი, საქართველო)

უზნაძე ძირითადად ფოტო რეპორტაჟებსა და სერიებზე მუშაობს. ინსპირაციას იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩვეულებრივი გრძნობებიდან და  მოვლენებიდან, როგორიცაა: სევდა, ბედნიერება, სიყვარული, განშორება, სექსი, სიკვდილი, შიში. მის ნამუშევრებში დომინირებს სხვადასხვა ადამიანების პორტრეტები, რომლებსაც ის ყოველდღიურად ხვდება. ამ ფოტოსურათებით იგი ყვება მათ ისტორიებს, ოცნებებსა და შიშებს. მისი ფოტოსერიებია: 2B, In The Mood for Love, Don’t Wake Me, Tbilisi Portraits, Georgians in UK, Broadway Market.

ბესო უზნაძე ცხოვრობს და მუშაობს ლონდონი, ინგლისში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2016 START Art Fair, საატჩი გალერ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი,. 2016 KONTAKTPHOTOS, შავი და თეთრი გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 Un Homme, Chapitre III, Galerie Hors-Champs, პარიზი, საფრანგეთი; 2014 არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2011 თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2011 Les Rencontres De La Photographie, არლი, საფრანგეთი; 2010 რტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2009 ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, Palazzo delle Esposizioni, რომი, იტალია; 2008 Taylor-Wessing Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2004 Schweppes Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.