შეიძინეთ ნამუშევრები

START Art Fair at Saatchi Gallery
ტატო ახალკაციშვილი, მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი...

10-13 სექტემბერი 2015


Project ArtBeat სტარტის ხელოვნების ბაზრობაზე წარმოგიდგენთ ტატო ახალკაციშვილის, მაკა ბატიაშვილის, ირაკლი ბუგიანის და სოფო ჩხიკვაძის ნამუშევრებს. ექსპოზიცია აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც მეხსიერების ფრაგმენტებისგან შედგება და რომელიც რეალობის  შესაძლებელ, მეხსიერებაში არსებული  ვარიანტს გვთავაზობს. საქართველოში დაბადებულ არტისტებს პოსტსაბჭოთა სიტუაციის ტურბულენტური მდგომარეობა აერთიანებს. სურათები, რომლებსაც ისინი ქმნიან, განსხვავებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეყრდნობა. ამასთან ყველა მათგანი ფერწერის და აპლიკაციის მედიებს მიმართავენ.

 

ტატო ახალკაციშვილი (დაბ.1979) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.

ახალკაციშვილი თბილისში დაიბადა. 1996-2003 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით.

არტისტი მუშაობს ფერწერის და შერეული მედიის სკულპტურის განხრით. აბსტრაქტული და ფიგურატიული გამოსახულებების მიქსს იგი ისეთი საშუალებებით ქმნის როგორიცაა ზეთის და სპრეი საღებავები, ფოტო გამოსახულება და სხვა მასალები. ის ფოკუსირებულია თვითიდენტიფიკაციასა და თვითანალიზზე, რის საშუალებითაც კრიტიკულად უყურებს,  იკვლევს განვლილ ცხოვრებას. ახალკაციშვილის ნამუშევრები შეგვიძლია ვთქვათ რომ სიმბოლურია, რამდენადაც ის თვითგამოხატვისთვის იყენებს სხვადასხვა სახის მეტაფორებს.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:

2015 - Back to Home?, არტარეა, თბილისი, საქართველო; 2015 – Heritage(მემკვიდრეობა), Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2009 - 2 Men Show, Mitsukoshi Art Gallery, მაცუიამა, იაპონია; გალერეა KUNSTRAUB 99, კიოლნი, გერმანია;, 2008 - უსათაურო, პერსონალური გამოფენა, Gallery Arte, Tobus Spring Art Festival, ტოკიო, იაპონია.

 

მაკა ბატიაშვილი (დაბ. 1975 ) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.

ბატიაშვილი დაიბადა თბილისში. 1997 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით.

არტისტი მუშაობს ფერწერის, ფოტოგრაფიისა და ფილმის მიამრთულებით. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. როგორც ჩანს, მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნიზმის  მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს.  ბატიაშვილის შემოქმედება  წარმოადგენს  ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები

სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ ავივი, ისრაელი; 2013 უსათაურო, Arundel Gallery, არუნდალ, დიდი ბრიტანეთი; 2012 უსათაურო, Industrial Gallery, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 Black and White თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2008 OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ფოტოგრაფიის გამოფენა, National Museum, ატლანტა, აშშ.

 

ირაკლი ბუგიანი (დაბ. 1980) ცხოვრობს და მუშაობს დიუსელდორფში, გერმანია.

ბუგიანი დაიბადა თბილისში, სადაც 2001 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სახმატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით. შემდეგ სწავლობდა რუანის სახვითი ხელოვნების სკოლაში, საფრანგეთში; კარლსრუეს სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიიღო მაგისტრისხ არისხი, შემდეგ 2010 წელს სწავლა დაასრულა დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით.

არტისტი მუშაობს ფერწერის და კოლაჟის მედიაში. მის ნამუშევრებში ასახულია არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი ადამიანების გარეშე. აბსტრაქტული გამოსახულება იქმნება ხეთის საღებავის უხეში მონასმებით ტილოზე, რომელიც კომბინირებულია აპლიკაციასთან. ნამუშევრები დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული ლანდშაფტები და ზღვის ხედები, წაშლილი პორტრეტები უკავშირდება გამოგონილი და ისტორიული მოგონებების კვლევას. ნამუშევრების სიუჟეტი და მუშაობის სტილი არღვევს წესრიგს და ორაზროვან, გაურკვეველ შეგრძნებას იწვევს.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:

2015 – Heritage(მემკვიდრეობა), Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - AT388, როტერდამი, ნიდერლანდები;  2013 - მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2013 ჯილდო -  Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 -  Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია.

 

სოფო ჩხიკვაძე (დაბ.1972) ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი.

სოფო ჩხიკვაძე დაიბადა თბილისში. სწავლობდა სახვით ხელოვნებას ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში, მოგვიანებით, 1997 წელს  მიიღო სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

ჩხიკვაძის  შემოქმედება   ადრეული მოდერნისტული მხატვრობის სტილისტურ ნიშნებს მოიცავს და შეგვიძლია დავახასიათოდ როგორც თანამედროვე ნაივური მხატვრობა. ერთი შეხედვით  მისი ნამუშევრები მცდარ შთაბეჭდილებას გვიქმნიან, თითქოს ბავშვური სიმარტივეა მათში, თუ დააკვირდები აღმოაჩენ მის სირთულეს როგორც ტექნიკურად ისე აზრობდივად.  კომპოზიცია არის ნათელი, დახვეწილი და ამავე დროს გარკვეულწილად მისტიური. ბუნდოვანი გამოსახულება ზუსტი ადგილისა და დროის კვალს აქრობს. მისტიური სურათები ამბის ნაწყვეტებს გავს, თითქოს დეტალებია კონტექსტიდან ამოვარდნილი. ბუნდოვანი ზეთის მონასმები ქმნის დამაბნეველ, მრავალმნიშვნელოვან გარემოცვას. 
ჩხიკვაძის ნამუშევრები დაცულია მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მონტანელის მუზეუმში და კერძო კოლექციებში.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:

2012 - Christmas Exhibition, Pop Art Gallery, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2011 - უსათაურო, პერსონალური გამოფენა, გალერეა  9, თბილისი, საქართველო; 2009 - უსათაურო, Caroline Farmiloe Fine Art Gallery, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; პრაღის მეოთხე ბიენალე, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; მონტანელის მუზეუმი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა;  2008 - Winter Exhibition, Cyril Gerber Fine Art Gallery, გლაზგო, შოტლანდია.

 

წაიკითხეთ მეტი Project ArtBeat booth-ის შესახებ პრესაში :

https://news.artnet.com/market/top-10-start-art-fair-331504#.VfFZcOqPMHQ.facebook

http://artdependence.com/issue/september-2015/article/start-a-new-beginning-for-new-art-scenes

http://www.theartnewspaper.com/comment/blogs/Luisa_Buck_Blog/158951/

https://www.facebook.com/STARTArtFair/videos/786881901421271/?fref=nf

http://uk.blouinartinfo.com/news/story/1176625/londons-start-art-fair-announces-2015-gallery-list