შეიძინეთ ნამუშევრები

Kyiv Art Week
მაკა ბატიაშვილი, ლევან მინდიაშვილი, ლადო ფოხუა...

4-7 მაისი 2017

მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)

მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მის მერე მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში .

მაკა ბატიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები: 

2015 – START Art Fair, საატჩი გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი; 2013 - უსათაურო, არუნდელის გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; 2012 - უსათაურო, ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ფოტოგრაფიის გამოფენა, ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ.


ლევან მინდიაშვილი (დ. 1979, თბილისი, საქართველო)

მინდიაშვილის შემოქმედება ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა,  აქტუალური საკითხები საქართველოს პოსტ-საბჭოთა კულტურისთვის, სადაც არტისტი დაიბადა. როგორც სუბიექტისა და ობიექტის დიქოტომიას, მინდიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის. ნამუშევრების სერია, წარმოდგენილი საზღვრებში, ფრაგმენტულად ასახავს დიალოგს ადამიანის ინტიმური ფიზიკური სივრცისა და ნიუ-იორკის გარეუბნის არქტექტურის ექსტერიერს შორის.

ლევან მინდიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში, აშშ.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები: 

2016 - (extra)ordinary, the Hollows, ნიუ-იორკი, აშშ; Aesthetics of Repair in Contemporary Georgia, Tartu Art Museum, ტარტუ, ესტონეთი, 2015 - Structures, The Manny Cantor Center, New York, USA; KIOSK, Odetta Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; Suites for Unintended Archeology, the Vazquez Building, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 - Heritage, RICHMIX ხელოვნების ცენტრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - Borderlines, the Lodge Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; 2014 - Crossing the Boundaries, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - ურბანული იდენტობები, Kunstraub99 Art Gallery, კელნი, გერმანია; 2011 - Movistar Arte Joven 2011, Borges კულტურული ცენტრი, ბუენოს აირესი, არგენტინა.


ლადო ფოჩხუა

ლადო ფოჩხუა ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არტისტია. ფოჩხუა დაიბადა საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს 1970 წელს, სოხუმში. 1993 წელს დაასრულა სწავლა სოხუმის სამხატვრო სკოლაში. 1992-93 წლებში სამხედრო კონფლიქტის შედეგად არტისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სოხუმი და სხვა ლტოლვილებთან ერთად თბილისის მახლობლად, წყნეთში დასახლდა. 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ბეჭდური გრაფიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყებში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და აშშ. ფოჩხუა წლების განმავლობაში ეუფლებოდა აკადემიურ ცოდნას, აინტერესებდა კლასიკოსი მხატვრების ხელწერა და გამოცდილება. მისი შემოქმედების სხავდასხვა პერიოდები ახალი ტექნიკებისა და მედიების ათვისებას დაეთმო. არტისტი ხელით ხატავს, მუშაობს კალმით და ტუშით ხშირად დიდ ფორმატზე. მისთვის საინტერესოა კლასიკური სახეების და ხელწერის ახალი ფორმატით რეპრეზენტაცია. არტისტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2009 წელს პრაღის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. მისი სოლო გამოფენა მოეწყო 2013 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; ამავე წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა Brooklyn Box Gallery-ში, ნიუ იორკი; 2012 წელს სოლო გამოფენა მოეწყო თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2014 წელს წარმოდგენილი იყო დუბაის ხელოვნების ბაზრობაზე.

მაია სუმბაძე (დ. 1972, თბილისი, საქართველო)

სუმბაძის ნამუშევრები გრაფიკული დიზაინის ტრადიციდან მოდის და ემყარება ხაზის მეტყველებას. საბჭოთა საქართველოში დაბადებული არტისტი ინსპირაციას იღებს საბჭოთა კავშირის პერიოდის უტილიტარული ნივთების დიზაინის და არქიტექტურის ესთეტიკიდან. „საზღვრები“ წარმოაჩენს ხელოვანის აკვარელის საღებავებით შესრულებულ ნამუშევრებს და ციფრულ პრინტებს.  ნამუშევრებში სუმბაძის მეხსიერების ფრაგმენტები საბჭოთა კავშირში გატარებული ბავშვობიდან, მისი ფანტაზია და ახლანდელი დრო, როგორც პოსტ საბჭოთა რეალობა ერთადაა წარმოდგენილი. იშლება საზღვრები განცდილ რეალობასა და წარმოსახვას შორის და ამ გზით იქმნება სხვა შესაძლებელი რეალობა.

მაია სუმბაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

2016 - მეხსიერება და უწყვეტობა, ჰუმა კაბაკცის კოლექცია, პერას მუზეუმი, სტამბოლი, თურქეთი; 2015 - თბილისის მეორე ტრიენალე, S.O.S. თვითორგანიზებული სისტემები,  თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო; 2014 - უთქმელი ისტორიები, ევროპის სახლი, თბილისი, საქართველო; 2013 - Pulsart Restart,  სკიო, იტალია; 2013 - Take me Out, არტარეას გალერეა, თბილისი, საქართველო; 2012 - თამადას ტუტორიალი, Gallery Meet Factory, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - გზაზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო; 2009 - დაბადებული საქართველოში, CoBra Museum, ამსტელვენი, ნიდერლანდები.