ჩვენ შესახებ

თანამედროვე ხელოვნების გალერეა Project ArtBeat  2014 წელს დაარსდა ნათია ბუკიას, ნათია ჩხარტიშვილისა და სალომე ვახანიას მიერ და თბილისში მდებარეობს. ჩვენი მიზანია ქართველი და უცხოელი ხელოვანების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა პროექტის ონლაინ პლატფორმისა და საერთაშორისო არტ ბაზრობების საშუალებით, ქვეყანაში კულტურული აქტივობების ხელშეწყობა მოძრავი გალერეისა და საერთაშორისო კოლაბორაციების გზით. Project ArtBeat-ის ექსპერიმენტული სივრცე მოძრავი გალერეა საზღვაო კონტეინერს წარმოადგენს და ყოველი გამოფენისთვის სხვადასხვა ადგილას ჩერდება, თანამედროვე ხელოვნებას საქართველოს პერიფერიულ რეგიონებს აცნობს, სადაც მუზეუმები და გალერეები ვერ ფუნქციონირებს. ონლაინ პლატფორმასა და მოძრავ გალერეასთან ერთად, Project ArtBeat-მა 2017 წელს პერმანენტული საგამოფენო სივრცე ძველ თბილისში გახსნა. 

ჩვენი მისია:

  • ქართველი და საერთაშორისო არტისტების ცნობადობის გაზრდა ონლაინ პლატფორმის, არტ ბაზრობებისა და და უცხოურ გალერეებთან პარტნიორობის საშუალებით.
  • მოძრავ გალერეაში, გალერეის საგამოფენო სივრცესა და ხელოვნების სხვადასხვა ინსტიტუციებში გამოფენების ორგანიზებით თანამედროვე არტ სცენის წახალისება საქართველოში.
  • საერთაშორისო არტისტებსა და ორგანიზაციებთან კოლაბორაცია, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
  • არტისტების მხარდაჭერა საერთაშორისო კონკურსებსა და რეზიდენციებში მონაწილეობის მისაღებად.