ფასი მოთხოვნით
დაამატეთ რჩეულებში გაზიარება გაიგზავნეთ

ნამუშევრის შესახებ

ნატა სოფრომაძის ფოტო სერია „საფლავის ყვავილები“ წარმოადგენს სხვადასხვა წლებში აღბეჭდილი ვიზუალური გამოსახულებების ნაკრებს. არტისტმა მუშაობის პროცესში თავის ფოტოებში აღმოაჩინა იდენტური იმიჯების გამოვლინება: ყვავილები საფლავებზე, ფერფლისფერი თმა, სისხლის გუბეები მთის ზეიმებისას, დამჭკნარი მცენარეები, სასაფლაოები, გზის პირას დარჩენილი უსიცოცხლო ცხოველები... ისინი საერთო ნიშნით ერთიანდებიან, თითეული ფოტოგრაფიული გამოსახულება საუბრობს სიკვდილზე ადამიანის გარეშე. ასე დაიწყო სიკვდილის ვიზუალური კვლევა.

არტისტისთვის ფოტო ობიექტივში აღბეჭდილი რეალობა ერთის მხრივ ტრაგიკულია და ამავე დროს, სილამაზისა და მისტიურობის მატარებელი, სწორედ არსებული მახასიათებლები უნიკალურს ხდის ფოტოსერიას. სიკვდილის შეგროვება და თავმოყრა ხსენებულ ფორმაში იქცა ერთ დიდ მისტერიად.

მხატვრის შესახებ

10 გასაყიდი ნამუშევრები

ნატალია სოფრომაძე

ნატალია სოფრომაძე თბილისში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. 2007 წელს დოკუმენტური ფოტოგრაფიის სკოლის ”სეპია” დასრულების შემდეგ, მან დაარსა საკუთარი ფოტო სტუდია ”ბინა”. 2009 წელს არსებულ პლათფორმაზე თავის მეგობრებთან ერთად აფუძნებს არაკომერციულ პირველ ონლაინ ჟურნალს ”Beat”, რომელიც ეხმიანება თანამედროვე ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას. ონლაინ გამოცემამ 2012 წლიდან ვიდეოფორმატის სახით ”Artarea”-ს ეთერში ...

უთვალთვალე მხატვარს

ამ მხატვრის სხვა ნამუშევრები