ფასი მოთხოვნით
დაამატეთ რჩეულებში გაზიარება გაიგზავნეთ

ნამუშევრის შესახებ

“ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი შემთხვევითობაზე. რატომ უგულვებელვყოფთ ან უარვყოფთ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, შემთხვევითია. რატომ ვეძებთ ახსნას, კონცეპტებს, მნიშვნელობებს, რატომ არ არსებობს ადგილი ინტუიციური მოქმედებებისა და შემთხვევითობებისთვის. ეს ფოტოები არც წინასწარ დამიგეგმავს, არც მათი მოლოდინი არსებობდა. ისინი შემთხვევითია - მათი რედაქტირება არასდროს მიცდია. იმის მიუხედავად, რომ ფოტოები შემთხვევითია, გამოსახულებები კი დაუგეგმავი და დაურედაქტირებელი - ისინი მისდევენ დროს: თუ ერთ რიგად დავაწყობთ, ერთიან უსასრულო გამოსახულებას მივიღებთ, დროის უსასრულო ხაზს. ფოტოები ნახევრად გამჭვირვალეა და მთლიანი გამოსახულების აღქმა მხოლოდ დისტანციიდანაა შესაძლებელი. ცხოვრებაშიც ასეა: ზოგჯერ, მოვლენათა ხელახლა გააზრებისთვის საჭიროა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ. მეც ასე მოვიქეცი, ერთი წლის წინ, როცა ჩემს შემოქმედებაში დიდი ცვლილების დრო დადგა და ნამუშევრებში ფოტოების გამოყენება დავიწყე. და თუ თითქმის არაფერი მახსოვს 13 წლის საკუთარ თავზე, ესაა როგორც ვისურვებდი 26 წლის დამახსოვრებას.” – გვანცა ჯიშკარიანი, 2017.

მხატვრის შესახებ

24 გასაყიდი ნამუშევრები

გვანცა ჯიშკარიანი

გვანცა ჯიშკარიანი არის ქართველი ხელოვანი თბილისიდან. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2017 წელს დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში. არტისტი ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ ...

უთვალთვალე მხატვარს

ამ მხატვრის სხვა ნამუშევრები