ფასი მოთხოვნით
დაამატეთ რჩეულებში გაზიარება გაიგზავნეთ

ნამუშევრის შესახებ

ფოტო სერია ”უკვდავები“ წარმოადგენს ტრადიციული ქართული შავი გრანიტის საფლავის ქვაზე დაბეჭდილ ვიზუალურ გამოსახულებებს. მე გადავუღე სურათები ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არტ პროექტის ფარგლებში მოდელის ფუნქცია მოვარგე და ქართველი დიზაინერების სამოსში გამოვაწყვე. სწორედ, ქართულმა სასაფლაოებმა შთამაგონა გამომეყენებინა ეს ძველი ტრადიცია და საფლავის პორტრეტები გარდამექმნა მოდურ იმიჯებად. საინტერესო იყო როგორ რეაგირებდნენ ადამინები, როდესაც ვთავაზობდი გამხდარიყვნენ საფლავის ქვის მოდელები. ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ჩვენ ვქმნიდით გამოსახულებებს უბრალოდ გართობისთვის, სიკვდილთან სათამაშოდ ან შესაძლოა მის დასამარცხებლადაც.

მხატვრის შესახებ

17 გასაყიდი ნამუშევრები

ნატა სოფრომაძე

ნატა სოფრომაძე თბილისში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. 2007 წელს დოკუმენტური ფოტოგრაფიის სკოლის ”სეპია” დასრულების შემდეგ, მან დაარსა საკუთარი ფოტო სტუდია ”ბინა”. 2009 წელს არსებულ პლათფორმაზე თავის მეგობრებთან ერთად აფუძნებს არაკომერციულ პირველ ონლაინ ჟურნალს ”Beat”, რომელიც ეხმიანება თანამედროვე ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას. ონლაინ გამოცემამ 2012 წლიდან ვიდეოფორმატის სახით ”Artarea”-ს ეთერში გადაინაცვლა. ...

უთვალთვალე მხატვარს

ამ მხატვრის სხვა ნამუშევრები