ფასი მოთხოვნით
დაამატეთ რჩეულებში გაზიარება გაიგზავნეთ

ნამუშევრის შესახებ

სუმბაძის ნამუშევრები გრაფიკული დიზაინის ტრადიციდან მოდის და ემყარება ხაზის მეტყველებას. საბჭოთა საქართველოში დაბადებული არტისტი ინსპირაციას იღებს საბჭოთა კავშირის პერიოდის უტილიტარული ნივთების დიზაინის და არქიტექტურის ესთეტიკიდან. ნამუშევარში სუმბაძის მეხსიერების ფრაგმენტები საბჭოთა კავშირში გატარებული ბავშვობიდან, მისი ფანტაზია და ახლანდელი დრო, როგორც პოსტ საბჭოთა რეალობა ერთადაა წარმოდგენილი. იშლება საზღვრები განცდილ რეალობასა და წარმოსახვას შორის და ამ გზით იქმნება სხვა შესაძლებელი რეალობა.

მხატვრის შესახებ

38 გასაყიდი ნამუშევრები

მაია სუმბაძე

მაია სუმბაძე მუშაობს სხვადასხვა მედიაში: ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო, ინსტალაცია, აუდიო, კომპიუტერული გრაფიკა. არტისტი ინსპირაციას იღებს ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამეჭდილი სურათებიდან, გარემოში არსებული ფერებიდან, ფორმებიდან, განათებიდან, ბგერებიდან. მისი ინსპირაციის წყაროა ყოველდღიურობაში შექმნილი განსხვავებული ატმოსფერო, სხვადასხვა ხელოვნების ნაწარმოებები და სამუშაო მასალა, რომელიც თავად კარნახობს ...

უთვალთვალე მხატვარს

ამ მხატვრის სხვა ნამუშევრები