ბესო უზნაძე

უსათაურო, 2016

პრინტი, მელანი და ზეთი ნაჭერის ტილოზე

120 cm x 164 cm

ფასი მოთხოვნით
გამოცემის რაოდენობა 3
დაამატეთ რჩეულებში გაზიარება გაიგზავნეთ

ნამუშევრის შესახებ

სერია ინსპირირებულია ყვავილების ბაღით, რომელშიც ხელოვანი შემთხვევით მოხვდა ერთ საღამოს და შედგება ციფრულად მოდიფიცირებული ფოტოგრაფისა და შერეული ტექნიკის ფერწერისაგან. ერთმანეთზე დადებული ნახევრად გამჭვირვალე გამოსახულებები, მკვეთრად შეცვლილი ფერთა ტონები, ინტენსიურად მიახლოებული კომპოზიციები ჯადოსნური ბაღის ასოციაციას იწვევს. ამავდროულად, ეს მომაჯადოებლად ლამაზი გამოსახულებები გაჟღენთილია მელანქოლიით. ნამუშევრებში იგრძნობა დანაკარგისა და უსიცოცხლობის ძლიერი განცდა, რაც დრამატულობას მატებს ნამუშევრებს.

მხატვრის შესახებ

61 გასაყიდი ნამუშევრები

ბესო უზნაძე

ბესო უზნაძის არტისტული გზა პორტრეტული ფოტოგრაფიით იწყება. ამ ფოტოებით ავტორი ადამიანებს გვაცნობს და თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს - შინაგან კავშირს არტისტსა და მის მოდელებს შორის, რომელიც შექმნის პროცესში იბადება. 2016 წელს ბესო უზნაძემ მისთვის სრულიად ახალ მედიუმს მიმართა. უზნაძის ბოლო ნამუშევრები დიდი ზომის აბსტრაკტული ნახატებია. ტილოზე გადატანილია არტისტის წარსული გამოცდილება ...

უთვალთვალე მხატვარს

ამ მხატვრის სხვა ნამუშევრები