ფასი მოთხოვნით
დაამატეთ რჩეულებში გაზიარება გაიგზავნეთ

ნამუშევრის შესახებ

,,ჩემი შემოქმედების ბოლო ათწლეულის ძირითადი ენა ნახატია. ნახატი (drawing) დიდი ხანია გაცდა ამ დისციპლინის ტრადიციული და სტერეოტიპული გაგების ფარგლებს და უზარმაზარი ვიზუალური ამპლიტუდის მქონე ავტონომიურ, თვითკმარ ენად ჩამოყალიბდა. ჩემთვის თვით ხატვის აქტი უფაქიზესი პროცესია, რომელიც ინტუიციის მაქსიმალურ ნდობას მოითხოვს, იქნება ეს მცირე ფორმატზე ნიშნობრიობის უშუალო, სწრაფი დაფიქსირების დროს თუ დიდი ფორმატის ზედაპირის ურთულესი ფსიქოლოგიური და ტექნიკური ათვისებისას, “დაპყრობისას”. მდგომარეობა, როცა სრული ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური კონცენტრაცია და შინაგანი თუ გარე სივრცის გარინდებული გრძნობა აბსოლუტური აუცილებლობაა.
სწორედ ამ კონდიციაში შესვლისას მიჩნდება ის არარაციონალური ინტუიტიური “მინდობა”, რომელიც სხვა, ამოუცნობი სივრცის გადახსნის განცდას მიჩენს, სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი – მხოლოდ მოუხელთებელი აწმყო და მისი კვლევის უსასრულო შესაძლებლობები“ - მაია ნავერიანი.

მხატვრის შესახებ

131 გასაყიდი ნამუშევრები

მაია ნავერიანი

მაია ნავერიანი 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო. ...

უთვალთვალე მხატვარს

ამ მხატვრის სხვა ნამუშევრები