ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ შეიძლება მოვძებნო ნამუშევრები, არტისტები Project ArtBeat-ზე?

იმისათვის, რომ მოძებნოთ კონკრეტული არტისტი ან ნამუშევარი შეიყვანეთ  სიტყვა საძიებო ველში, რომელიც განთავსებულია საიტის ზედა მარცხენა კუთხეში და დააწკაპუნეთ ღილაკს. თუ გსურთ ნახოთ ყველა ხელმისაწვდომი ნამუშევარი, თეთრი ნავიგაციის ველში დააჭირეთ ღილაკს "დათვალიერება". ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უფრო კონკრეტული ძიების პარამეტრებით (ფასი, მასალა, ზომა და ა.შ.). ყველა არტისტის სანახავად, დააჭირეთ ღილაკს "არტისტები".

რამდენად ხშირად აქვეყნებთ ახალ ნამუშევრებს?

სხვადასხვა დროს, გააჩნია არტისტს.   

როგორ შემიძლია გავიგო, რომ ნამუშევარი ხელმისაწვდომია?

ყველა ნამუშევარი ხელმისაწვდომია, სანამ არ არის მითითებული ნიშანი "გაყიდულია". თუ  ნახავთ უკვე გაყიდულ ნამუშევარს და გსურთ შეგატყობინონ, რომ ნამუშევარი ხელმისაწვდომი გახდა ამისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს info@projectartbeat.com

როგორ გავიგო, რომ ხელმისაწვდომია იმ არტისტის ახალი ნამუშევრები, რომელიც მე მომწონს?

ელექტრონულ მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას, როდესაც საიტზე დაიდება იმ არტისტების ნამუშევრები, რომლებსაც "უთვალთვალებთ". იმისთვის რომ "უთვალთვალოთ" არტისტს , შედით კონკრეტული არტისტის ბიოგრაფიის გვერდზე და დააწკაპუნეთ ღილაკს "თვალთვალი".

როგორ შემიძლია გავიგო რომ ნამუშევარი ავთენტურია?

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გასცემს ცნობას ნამუშევრის ავთენტურობის შესახებ.

რა არის ავთენტურობის სერთიფიკატი?

ავთენტურობის სერთიფიკატი ადასტურებს, რომ ნამუშევარი შექმნილია ნახსენები მხატვრის მიერ და რომ ის არ არის ასლი.

რა არის პრინტი?

პრინტი არის გრაფიკული ხელოვნების ნამუშევარი, რომელიც მხატვრის ჩანაფიქრიდან გამომდინარე ორიგინალი ნამუშევარია და არა სხვა მასალაზე შესრულებული ასლი. პრინტები მზადდება გამოსახულების ამოკვეთით ან გადაყვანით მყარ ზედაპირზე, მაგალითად ხის ბლოკზე, მეტალის ფირფიტაზე ან ქვაზე. შემდეგ ეს ზედაპირი შეღებილია  და გამოსახულება ქაღალდზე  გადატანილია ძალის გამოყენებით. ასე იქმნება პრინტი.

ნამუშევრები ზუსტად ისეთია, როგორსაც მე ვხედავ ონლაინ სურათებში?

დიახ, ნამუშევრები ზუსტად ისეთია, როგორსაც ონლაინ სურათებში ხედავთ.

როგორ ჩარჩოში სვამს Project ArtBeat-ი ნამუშევარს?

ჩვეულებრივ ფროჯექთ ართბითი ნამუშევრებს ჩარჩოს გარეშე აგზავნის. თუმცა ჩვენი საიტი მომხმარებელს სთავაზობს ნამუშევრის ჩარჩოში ჩასმის სერვისს.თუ გსურთ ნამუშევრის ჩარჩოში ჩასმა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, სანამ ჩვენ ტრანსპორტირებისთვის გავამზადებთ თქვენს შეკვეთას. თუმცა თუ არტისტი ნამუშევარს ჩარჩოში ჩასვამს, ჩარჩო ხდება ნამუშევრის ნაწილი და მაშინ ჩვენ ჩარჩოთი ვყიდით მას.

როგორ შემიძლია გავუფრთხილდე ჩემ მიერ  www.projectartbeat.com -ზე შეძენილ  ნამუშევარს?

ჩვენ გირჩევთ,  მიღებიდან რაც შეიძლება მალე მოათავსოთ ნამუშევარი ჩარჩოში და მინაში.  კონსულტაციისთვის მოგვმართეთ: info@projectartbeat.com

ვისგან ვყიდულობ ნამუშევრებს?

ნამუშევრებს ყიდულობთ ჩვენგან, მაგრამ ისინი ინახება  მხატვართან. ჩვენ ვუზრუნვეყოფთ უსაფრთხოდ მოგაწოდოთ თქვენ მიერ შეკვეთილი ნამუშევარი.

რატომ არის საჭირო ანგარიშის გახსნა და აუცილებელია გავხსნა ანგარიში, რათა შევიძინო ნამუშევარი?

ანგარიშის გახსნა აუცილებელია, რათა შეიძინოთ ნამუშევარი.

როგორ მოვიქცე თუ პაროლი დამავიწყდა?

იმისთვის რომ აღადგინოთ პაროლი, დააჭირეთ ღილაკს "შესვლა" და შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე "დაგავიწყდათ პაროლი". თქვენ  გთხოვენ შეიყვანოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც მიიღებთ ახალი პაროლის შექმნის ინსტრუქციას. შემდეგ დააჭირეთ "გაგზავნას" და ელექტრონულ ფოსტაზე მიჰყევით ინსტრუქციას.

იქნება თუ არა დაცული ჩემი პირადი მონაცემები?

დიახ, თქვენი პირადი მონაცემები დაცული იქნება Project ArtBeat-ის მიერ.

შემიძლია შევინახო ჩემი რჩეული ნამუშევრები?

დიახ, შეგიძლიათ  თქვენი რჩეული ნამუშევრები ალბომში შეინახოთ.

როგორ შევქმნა ალბომი?

ნამუშევრის ნახვის შემდეგ დააჭერთ ღილაკს "რჩეულებში დამატება" და საიტი გადაგიყვანთ ბმულზე, სადაც შეძლებთ ალბომის შექმნას ან დაამატებთ სურათს უკვე არსებულ ალბომს და შემდეგ დააწკაპუნებთ "გაგზავნა".

შესაძლებელია ნამუშევრის ნახვა მის შეძენამდე?

ჩვენ არ შეგვიძლია გაჩვენოთ ნამუშევარი მის შეძენამდე. ნამუშევრის უფრო დეტალურად სანახავად, გთხოვთ დააწკაპუნეთ ღილაკს "იხილეთ ოთახში".  ეს ღილაკი მდებარეობს ნამუშევრის დეტალურ გვერდზე.

როგორ შევიძინო ნამუშევარი?

იმ  შემთხვევაში თუ არ არის მითითებული ნიშანი "გაყიდულია", ყველა ნამუშევრის შეძენა შესაძლებელია საიტით. შენაძენის გასაკეთებლად, ეწვიეთ სასურველი ნამუშევრის დეტალურ გვერდს და დააწკაპუნეთ ღილაკს "კალათაში დამატება". შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი კალათის გვერდზე, რომელიც მდებარეობს საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში. ამ გვერდიდან თქვენ შეძლებთ იყიდოთ ნამუშევარი საკრედიტო ბარათით. თუ თქვენ არ ხართ შესული თქვენი ანგარიშით, საიტი მოგთხოვთ შესვლას ან იმ შემთხვევაში თუ არ ხართ დარეგისტრირებული Project ArtBeat-ზე თქვენ მოგიწევთ დარეგისტრირება.

გადახდის რომელი საშუალებაა მისაღები?

გადახდა ხდება საკრედიტო ბარათის საშუალებით.

შესაძლებელია ვალუტის  შეცვლა Project ArtBeat -ზე?

არა, გადახდა ხორციელდება მხოლოდ აშშ დოლარში.

როგორ მივიღო ვაუჩერი?

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად Project ArtBeat-ის გუნდი მოგაწვდით ინფორმაციას.

როგორ გამოვიყენო ვაუჩერი? 

ყოველ ვაუჩერს ექნება უნიკალური კოდი, რომელსაც გამოიყენებთ www.projectartbet.com -ზე.

როდის გადმომეცემა ჩემი ნამუშევარი?

ჩვენ გთავაზობთ ტრანსპორტირების ორ გზას DHL და საქართველოს ფოსტის მომსახურებას. იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ DHL-ს შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში ნამუშევარი მიეწოდება ტრანსპორტიორ კომპანიას  და ამ პროცედურის შემდეგ DHL შეძენილ ნამუშევარს გადმოგცემთ 3-5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ DHL მომსახურების სერვისში შედის დაზღვევის ხარჯები. ხოლო საქართველოს ფოსტის მომსახურების არჩევის შემთხვევაში შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში ნამუშევარი მიეწოდება ტრანსპორტიორ კომპანიას  და ამ პროცედურის შემდეგ საქართველოს ფოსტა შეძენილ ნამუშევარს გადმოგცემთ  5-10 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს ფოსტა დაზღვევის ხარჯებს არ ანაზღაურებს, რადგან მას არ აქვს დაზღვევა.საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება არის უფასო.

ნამუშევრები სათანადოდ არის შეფუთული ტრანსპორტირებისთვის?

დიახ, ტრანსპორტირებისთვის ყველა ნამუშევარი სათანადოდ არის შეფუთული.

როგორია ტრანსპორტირების ღირებულება? 

ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება შეძენილი ნამუშევრის ფასის, ზომისა და წონის, ისევე როგორც ნამუშევრის ადგილმდებარეობისა და მიმართულების მიხედვით. იმისთვის რომ გამოითვალოთ ტრანსპორტირების ხარჯები, დაამატეთ სასურველი ნამუშევარ(ებ)ი თქვენს კალათაში და კალათის გვერდზე შეიყვანეთ ტრანსპორტირების მისამართი.

როგორ ხდება განბაჟება ჩემს შენაძენზე?

განბაჟების ხარჯები ავტომატურად შედის ტრანსპორტირების გადასახადში და ფარავს  ადგილზე მიტანის სერვისს. მაგრამ თუ თქვენს ქვეყანაში რაიმე დამატებითი გადასახადია, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს  Project ArtBeat-ი.

როგორ ხდება ტრანსპორტირების დაზღვევის ხარჯების გამოთვლა?

DHL მომსახურების არჩევის შემთხვევაში დაზღვევის ხარჯები ავტომატურად შედის ტრანსპორტირების გადასახადში და ფარავს ადგილზე მიტანის სერვისს. საჭიროების შემთხვევაში DHL-ის დაზღვევა ანაზღაურებს ნამუშევრის ღირებულებას. საქართველოს ფოსტის მომსახურების შემთხვევაში,  ნამუშევარი არ შედის დაზღვევის ხარჯებში.

როდის მოხდება ჩემი შეკვეთის ტრანსპორტირება და მიწოდება?

ჩვენ გთავაზობთ ტრანსპორტირების ორ გზას DHL და საქართველოს ფოსტის მომსახურებას. იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ DHL-ს შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში ნამუშევარი მიეწოდება ტრანსპორტიორ კომპანიას  და ამ პროცედურის შემდეგ DHL შეძენილ ნამუშევარს გადმოგცემთ 3-5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ DHL მომსახურების სერვისში შედის დაზღვევის ხარჯები. ხოლო საქართველოს ფოსტის მომსახურების არჩევის შემთხვევაში შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში ნამუშევარი მიეწოდება ტრანსპორტიორ კომპანიას  და ამ პროცედურის შემდეგ საქართველოს ფოსტა შეძენილ ნამუშევარს გადმოგცემთ  5-10 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს ფოსტა დაზღვევის ხარჯებს არ ანაზღაურებს, რადგან მას არ აქვს დაზღვევა.საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება არის უფასო.

ტვირთს აკონტროლებენ?

დიახ, ტვირთს თვალყურს ადევნებენ.

საჭიროა ნამუშევრის აღების შემდეგ ხელი მოვაწერო მიღების დოკუმენტს?

ნამუშევრების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა ამანათი უნდა გადაეცეს შემკვეთს და სასურველია მოეწეროს ხელი მიღების დოკუმენტს. DHL მომსახურების შემთხვევაში აუცილებელია ხელი მოეწეროს ჩაბარების დოკუმენტს, თუმცა არ არის სავალდებულო მიმღები პირის ხელმოწერა. აუცილებელია ხელისმომწერი პირი იყოს სრულწლოვანი. ხოლო საქართველოს ფოსტის შემთხვევაში ხელმოწერა დამოკიდებულია იმ ქვეყნის ფოსტაზე, რომელშიც ტვირთი იგზავნება.

რომელ ქვეყნებში აგზავნის ტვირთს Project ArtBeat?

Project ArtBeat-ი შემდეგ ქვეყნებში აგზავნის ტვირთს: ალბანეთი, ალჟირი, ანდორა, ანგოლა, ანგვილა, არგენტინა, სომხეთი, არუბა, ავტსრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელორუსია, ბელგია, ბელიზი, ბენინი, ბერმუდი, ბოლივია, ბოსნია ჰერცოგოვინა, ბოცვანა, ბრაზილია, ბრუნეი, ბულგარეთი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, კამბოჯა, კამერუნი, კანადა, კაიმანის კუნძულები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კაბო-ვერდე, ჩადი, ჩილე, ჩინეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კოლუმბია, კონგო, კოსტა რიკა, კოტ-დ'იუვარი, ხორვატია, კუბა, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, დომინიკა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეკუადორი, ეგვიპტე, სალვადორი, ერიტრეა, ესტონეთი, ეთიოპია, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, გაბონი, გამბია, საქართველო, გერმანია, განა, გიბრალტარი, საბერძნეთი, გრენლანდია, გრენადა, გუადალუპე, გუატემალა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ეკვატორული გვინეა, ბრიტანეთის გვიანა, საფრანგეთის გვინა, ჰაიტი, ჰონდურა, ჰონგ-კონგი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იამაიკა, იაპონია, იორდანია, ყაზახეთი. ყენია, კირიბატი, კორეა. სამხრეთ კორეა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლატვია, ლიბანი, ლესოთო, ლიბერია, ლიბია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მაკაო, მაკედონია, მადაგასკარი, მალდივები, მალავი, მალაიზია, მალი, მალტა, მარტინიკა, მავრიტანია, მავრიკი, მექსიკა, მოლდოვეთი, მონაკო, მონღოლეთი, მონსერატი, მოროკო, მოზამბიკი, მიანმარი, ნამიბია, ნაურუ, ნეპალი, ნიდერლანდი, ახალი კალედონია, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, ნიგერი, ნიგერია, ნორვეგია, ომანი, პაკისტანი, პანამა, პოპუა-ახალი გვინეა, პარაგვაი.

შემიძლია ერთდროულად შევუკვეთო ერთზე მეტი ნამუშევარი?

დიახ, შეგიძლიათ ერთდროულად შეუკვეთოთ ერთზე მეტი ნამუშევარი, იმ შემთხვევაში თუ გაგზავნის მისამართი ერთიდაიგივეა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება. 

რა უნდა გავაკეთო თუ ნამუშევარს ვერ მივიღებ?

გთხოვთ დაუკავშირდეთ Project ArtBeat-ის გუნდს.

რა შემიძლია გავაკეთო თუ დაზიანებულ ნამუშევარს მივიღებ?

გთხოვთ დაუკავშირდეთ Project ArtBeat-ის გუნდს.

შესაძლებელია შეკვეთის გაუქმება ან შეკვეთილი ნივთის დაბრუნება?

შეკვეთის განხორციელების შემდეგ არ არის ნებადართული შეკვეთილი ნივთის დაბრუნება ან შეკვეთის გაუქმება.

რა არის კერძო  დაკვეთით დამზადებული ნამუშევარი?

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისს, რომელსაც იხილავთ თეთრი ნავიგაციის ველში "კერძო დაკვეთები", მაგალითად  შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ნამუშევრის დახატვა კონკრეტული არტისტის მიერ.

რა არის პირადი კოლექცია?

ჩვენ გთავაზობთ კერძო პირების მიერ მოწოდებულ  პირად კოლექციებს, რომლებიც შეიძლება იყოს ძველი და ასევე თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები.

რა არის  Project ArtBeat-ის გამოფენები?

Project ArtBeat-ის გამოფენები გულისხმობს სხვადასხვა ონლაინ გამოფენებს, სადაც სტუმრებს ექნებათ ბრწყინვალე შესაძლებლობა დაათვალიერონ და შეიძინონ ნამუშევრები.

რა არის Project ArtBeat-ის ახალი ამბები?

Project ArtBeat-ის ახალი ამბები გულისხმობს ბლოგს, სადაც წარმოდგენილი იქნება სტატიები თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და არტისტების შესახებ. ასევე შემოგთავაზებთ ვიდეო ინტერვიუებს ცნობილ თუ დამწყებ არტისტებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართულ ხელობნებასა და არტისტებს გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე.