“Body Experience... is the Center of Creation” - ბარბარა ჰეფვორზი

14 აპრილი – 25 მაისი, 2019

გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ სკულპტურის ჯგუფურ გამოფენას, “Body Experience... is the Center of Creation” - ბარბარა ჰეფვორზი.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობისა და ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო: სკულპტურის, როგორც ინსტრუმენტისა, რომელიც იწვევს დიალოგს მის იმ პოტენციალზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღვიქვათ და დავინახოთ გარემო სხვა თვალით.

გამოფენა არ იზღუდება თანამედროვე ხელოვნების რომელიმე ერთი მიმართულებით და სანაცვლოდ წარმოდგენილია ათზე მეტი ინდივიდუალური ნამუშევარი, რომელიც სხვადასხვა მასალაშია შესრულებული და ეხება სოციო–პოლიტიკურ, იდენტურობის, სქესისა და კლასის თემებს. მონაწილე ხელოვანები სკულპტურის თავისებური თავისუფლებით ახდენენ არსებული სამყაროს ინტერპერაციას და აფორმებენ მას სამგანზომილებიან ფორმაში.

ხელოვანები:

ლია ბაგრატიონი (დ. 1957, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ბაგრატიონი  საქართველოს კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის თანადამფუძნებელია, "თიხის ოფისი"–ის მდებარე თბილისში და ასევე ჟენევის საერთაშორისო კერამიკის აკადემიის წევრია. დღეს იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. 2000-იან წლებში იღებს მთავარ პრიზს საქართველოს კერამიკოსთა პირველ სიმპოზიუმზე. ბაგრატიონი, როგორც არტისტი არ კონცენტრირდება ერთი თემის გარშემო, არამედ უპირატესობას ანიჭებს განსხვავებულ პროექტებსა და მედიას. თიხის სპეციფიური ბუნებიდან გამომიდინარე ის არტისტისთვის მაინც რჩება მთავარ და განმსაზღვრელ მედიუმად.
"თიხა არის მედიუმი, რომელიც კაფსულაში აქცევს ორი სამყაროს გადაკვეთას. ამ უნიკალური თვისების გამო, ჯერ კიდევ დროის ათვლის საწყისიდან, ის ინახავს უამრავ შრეს კულტურული ინფორმაციისა. სივრცეებში, რომელშიც თქვენ გადაადგილდებით, თქვენ გვერდს აუვლით ამ ინფორმაციას - ანაბეჭდები ათასწლეულები მიედინება პლასტიკური ვენების საშუალებით, კულტურული კოდები გამოსახული და დაშიფრულია თიხაზე. კიბერ ეპოქაში, როდესაც ინფორმაცია იწარმოება წარმოუდგენელი სისწრაფით, ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგავართ ციფრული აღქმისა, ხოლო რაც ხილვადი და ხელშესახებია ის რჩება უხილავი".

ჯესი დარლინგი (დ. 1981, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი) ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. 2014 წელს  დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა Slade School of Fine Art–ში და 2010 წელს  წმ. მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი. ჯესი დარლინგის შემოქმედება აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას: სკულპტურას, ინსტალაციას, ვიდეოს, მხატვრობას, ტექსტს, საუნდსა და პერფორმანსს. მათი ნამუშვრები ძირითადად ეხმიანება იმას თუ რას შეიძლება ნიშნავდეს  იყო სხეული სამყაროში,  ის თუ რას ნიშნავს ეს ორივე მხრივ კულტურულად თუ პოლიტიკურად დეტერმინებული. მათი პრაქტიკა  ეფუძნება, როგორც პირად გამოცდილებას, ასევე ისტორიულ ნარატივებსა და  კონტრისტორიას. სხეულად ყოფნა არსებითი დაუცველობაა, რომელიც ვრცელდება მომაკვდავ თვისებაზე იმპერიისა და იდეისა როგორც  სახიფათო ოპტიმიზმის ფორმა - არაფერი და არავინ  არ არის ისეთი დიდი, რომ  მარცხი განიცადოს  და ეს ჯ.დ-ის პრაქტიკის ამოსავალ წერტილად იქცა, სადაც  ცდომილება და გაცვლის შესაძლებლობა აღიარებული იქნა ფუნდამენტურ თვისებად, რომელიც ვრცლდება ცოცხალ არსებებზე, სოციუმსა და ტექნოლოგიაზე. წარმოდგენა "the high church of the modern"–ისა როგორც მოძრავი ან ბუნდოვანი  სამლოცველო, ჯ.დ-ის ნამუშევრებსა და ნაწერებში ხშირია  თავისუფალი-დენადი სამომხმარებლო საგნები, ლიტურგიული მექანიზმები, კონსტრუქციული მასალები, გამოგონილი პერსონაჟები და მითიური სიმბოლოები, რომლებიც განცალკევებულია არქიტექტურისგან,  იერარქია და ტაქსონომიისგან, სადაც მათ თავისი კუთვნილი ადგილი გააჩნია.  ჯ.დ  წარდგენილია  58-ე ვენეციის ბიენალეზე, სოლო გამოფენა "Art Now" ლონდონის Tate Britain–ში (2018), და "Metarmophõseõn" Galerie Sultana–ში, პარიზი (2018), MoMA თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ვარშავა, The Serpentine Gallery და Volksbuhne ბერლინი და "Support Level" Chapter, ნიუ-იორკი (2018).

სალომე დუმბაძე (დ. 1992, თბილისი, საქართველო) თბილისში დაფუძნებული არტისტია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (2010-2014), სწავლობდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სამაგისტრო კურსზე. მუშაობს ძირითადად მარტო, თუმცა აქვს კოლაბორაციული ნაშრომები ქეუ მეფარიშვილთან ერთად. მისი მედიუმები ფერწერა და ობიექტებია. თბილისში არაერთ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა. "პროექტი 3016" (2017); პატარა გალერეა "Observation of the players in the sand" (2018); თბილისი Oxygen No Fair "Unchewable Constructs" ; თბილისი არტ ფეარი ჯგუფური შოუ; ფროჯექთ ართბით გალერეა ჯგუფური შოუს ნაწილი "თბილისი, თბილისი";

ქეთი კაპანაძე (დ. 1962, თბილისი, საქართველო). ცხოვრობს და მოღვაწეობს ბონსა და თბილისში. 1983 წლისთვის, სანამ ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, ხელოვანს უკვე შექმნილი ქონდა თავისი პირველი კონცეპტუალური გრაფიკული და ფოტო ნამუშევრები. იგი საბჭოთა პერიოდის საქართველოს პირველი კონცეპტუალური არტისტია. იმ დროიდან მოყოლებული კაპანაძის ნამუშევრები Norton and Nancy Dodge-ის მუდმივ ექსპოზიციაშია. ასევე საბჭოთა კავშირის არაკომფორმისტული ხელოვნების კოლექციაში Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ში, აშშ. 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საზღვარგარეთ The Sheffield City Polytechnic, the CCA, Contemporary Art Center, Glasgow, the BAK Swiss Federal Foundation, Berne, და the IAAB Christoph Merian Stiftung, Basel - ის დაფინანსებით. 1997 წელს მიიღო "ღია საზოგადოება საქართველოს" პირველი ჯილდო ფოტოგრაფიაში. 1998 წლიდან იყო ქართული ჟურნალის, "სიგნალის" რედაქტორი.
2000 წელს არტისტი Baumann Stiftung-ის დახმარებით საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, როგორც მოწვეული პროფესორი Johannes Gutenberg University-ში, მაინცი, გერმანია. 2007 წელს მიიღო Cité des Arts-ის დაფინანსება პარიზში. მისი ნამუშევრები ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებშია, როგორებიცაა Staatsgalerie State Stuttgart და the Museum Bochum. არტისტი ცხოვრობს და მუშაობს ბონში, გერმანია.

კატარინა პრზეზვანსკა (დ. 1984, ვარშავა, პოლონეთი) ცხოვრობს და მოღვაწეობს ვარშავაში. ის სწავლობდა ვარშავის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის განხრით. კატარინას შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბუნებასა და არქიტექტურას.  ამ ორი დარგის გაერთიანებით ის ცდილობს გააუმჯობესოს  ადამიანური ყოფის ხარისხი, ეს არის მუდმივი მცდელობა გახადო ხელოვნება  სასარგებლო. ის ინსპირირებულია, როგორც მშობლიური არქიტექტურით,  ასევე მე-20 საუკუნის კლასიკით, გეოლოგიური მოვლენებითა და ვეგეტაციური პროცესებით. კატარინა  არის ავტორი არქიტექტურული ინტერვენციების, ინსტალაციებისა და ფერწერული ნამუშევრების, სადაც ხშირ შემთხვევაში  გამოყენებული აქვს  ბუნებრივი მასალები: ქვები, მინერალები და მცენარეები.

თეა ჯორჯაძე (დ. 1971, თბილისი, საქართველო) ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. თეა ჯორჯაძის ექსპანსიური ინსტალაციები ყოველთვის  მოცემულ ადგილზე ვითარდება და პირდაპირი რეაგირებაა არსებული სივრცის მიმართ. ის იწყებს  კვლევას საგამოფენო სივრცის სპეციფიური თავისებურებების, მისი ნამუშევრები ფრთხილად გარდაქმნიან მაყურებლის აღქმასა და  შესაძლო ინტერპრეტაციას მოცემული არქიტექტურული მდგომარეობის. არქიტექტურული ვიზუალური ენისა და ფუნქციონალური დიზაინით ჯორჯაძე ქმნის  სკულპტურულ გარემოს, სადაც იკვეთება  მოდერნიზმის  ხანგრძლივი მემკვიდრეობა, მაშინ როდესაც თავს იჩენს მშობლიური და ფოლკლორული ტრადიციები, რომლებიც დასაბამს იღებს საქრთველო, კავკასიის რეგიონიდან. ჯორჯაძის მრავალი სოლო გამოფენა გაიმართა, მათ შორის: MIT List Visual Arts Center, მასაჩუსეტსი (2014), ასპენის ხელოვნების მუზეუმი, კოლორადო (2013), Malmo Konsthall, მალმო, შვედეთი (2012) და სენტ-ლუისი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მისურის შტატი (2011). მონაწილეობა მიიღო ვენეციის ბიენალის 56-ე და 55–ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე (2015), (2013) და "დოკუმენტას" 13 (2012).

თამარ ჩადუნელი (დ. 1991, რუსთავი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს ფრანკფურტსა და თბილისში. 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი, ამავე წელს სწავლობდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T). 2017 წელს დაიწყო სწავლა Staatliche Hochschule fur Bildende Kunste – Staedelschule, უილიამ დე რუიჯის კლასში. მიწვეული იყო რეზიდენციებში, 2016 წელს დიუსელდორფში (FKB), 2017 წელს კი უკრაინაში (Office for Art). ჯგუფ "block 21"-თან ერთად ის თავადვეა რუსთავში ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამის დამფუძნებელი, რომლის გახსნაც თბილისის ტრიენალეს ფარგლებში შედგა.
თამარ ჩადუნელი სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: სკულპტურა, ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი, ანიმაცია, ინსტალაცია. მისი ნამუშევრები შემოქმედებითი პროცესისა და ვიზუალური სამეტყველო საშუალებების ერთგვარი კვლევაა. მეხსიერებაში ჩარჩენილი არქიტექტურული კონსტრუქციებისა და მასობრივი პროდუქციის დიზაინის რეფერენსების გამოყენებით ის იკვლევს იმიჯის, როგორც პროდუქტის გავლენას ინდივიდის ჩამოყალიბებაზე.

ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა) (დ. 1969, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. 1990-იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institute Francais de la Mode). ჩუბიკა არის როგორც მოდის სამყაროს, ისე თანამედროვე არტ სცენის ნაწილი. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.

გვანცა ჯიშკარიანი  (დ. 1991, რუსთავი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2017 წელს დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში. არტისტის მთავარი მედიუმი ინსტალაციაა.  მისი ნამუშევრები ეხმიანება მოლოდინების, რწმენისა და გემოვნების თემებს. ვიზუალური გამოსახულებები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ჯიშკარიანის ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით.  ინსტალაციის, ვიდეოსა და სკულპტურის საშუალებით გადათამაშება ხდება კულტურული იდენტობის, ტრადიციული ცნებების, წინაპართა შეხედულებების, პარადოქსული რწმენებისა და ცრურწმენების.

ნინო საკანდელიძე (დ. 1985, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განხრით. ამის შემდგომ სწავლა განაგრძო ვენის სამხატვრო აკადემიაში, ფრანც გრაფისა და დანიელ რიხტერის ჯგუფში. ის არის თანადამფუძნებელი და კურატორი "OXYGEN - Tbilisi No Fair", თბილისი, საქართველო, ამასთანავე, გალერეა Artarea Gallery კურატორია, თბილისი, საქართველო. იგი არის ფერწერის კვალიფიცირებული პროფესორი თავისუფალ უნივერსიტეტში. მისი უახლესი გამოფენაა "Workout Fear" - OXYGEN - Tbilisi No Fair. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო: Parallel Vienna, Burro Weltaustellung, ვენა, ავსტრია, Büro Weltuntergang, Büro Weltausstellung, ვენა, ავსტრია, Kunstraum am Schauplatz, დოკუმენტა ათენი, ვენის სამხატვრო ფონდი, ათენი და ა.შ..


ჰოლი ჰენდრი (დ. 1990, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მუშაობს და მოღვაწეობს ლონდონში. მისი სკულპტურები განსაზღვრავენ  არქიტექტურის სივრცეებს, რომელიც გამოკვლეულია მასშტაბის, ზედაპირის, ფერისა და  ფართო სპექტრის მასალების ჩართულობით მის ინსტალაციებში. ჰენდრის მიენიჭა ექსპერიმენტალური არქიტექტურის ხელოვნების ფონდის ჯილდო (2019), კენეტ არმიტაჟი ახალგაზრდა მოქანდაკის ჯილდო (2016) და ქანდაკებისა და ფერწერის ფონდის პრემია მოიპოვა (2014).
ჰოლიმ 2016 წელს დაამთავრა ქანდაკების  სამაგისტრო პროგრამა, the Royal College of Art–ში, 2013 წელს მოიპოვა ლონდონის სახვით ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, Slade School of Fine Art–ში. მისი სოლო გამოფენები მოიცავს:  GUM SOULS, Frutta Rome (2018), For A Skeleton to Hang Soft Tissues On, Arratia Beer, ბერლინი (2017), Wrot, BALTIC, ნიუკასელი (2017) BACKWASH, The Door, Rice & Toye, ლონდონი, (2016), More and More, More is More, Bosse & Baum, ლონდონი, (2015), VISITS, კურატორული პროექტი, ლონდონი (2015) and Hollow Bodies, Gallery North, Newcastle Upon Tyne, (2014). Hendry recently completed a new large-scale public commission for the Liverpool Biennial 2018 and, a new public sculpture commissioned by Yorkshire Sculpture Park and Selfridges, for the new entrance of Selfridges, Duke Street.
ჰენდრიმ ცოტა ხნის წინ დაასრულა  ფართომაშტაბიანი საჯარო პროექტი 2018 წლის ლივერპულის ბიენალესთვის და "Phyllis" ახალი  საჯარო სივრცის ქანდაკება  განთავსებული Yorkshire Sculpture Park–ში  and Selfridges სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან. 2019 წელს ჰოლის სოლო გამოფენა გაიმართება Yorkshire Sculpture Park–ში.

ფოტოები: ანგუს ლედლი ბრაუნი