NaiveSuperstar - Permanent Adolescence

10 იანვარი – 21 მარტი, 2020

Project ArtBeat წარმოგიდგენთ NaiveSuperstar-ის (გვანცა ჯიშკარიანი) პერსონალურ გამოფენას, Permanent Adolescence გალერეა Balloon Rouge Club-ში, ბრიუსელი.

“I know your secrets :)
You don’t yet know mine :)


Dream of gold hills, 
lost islands, 
drowned castles,
Ash of the oceans.
dust of the pinkiest mountains.

Dill, candles, institutes of virginity
Dogs dressed in pajamas,
Cats scratching your back and lips and hips.

Fellows of everyday lost in accidental accidents head to toe in the ancient meditations,

Earth burning in the waters of infinity, inside the digital eternity.

 

And it is still O.K. not to be in love.”
NaiveSuperstar


For her solo exhibition at BR Club NaïveSuperstar presents new works the artist created mainly for her first exhibition in Brussels. The works exhibited include all the materials the artist has been using recently: tapestry, plants, natural stones, masks, prints and it will also showcase all the mediums Jishkariani has been working on in her very diverse practice these being crafts, painting, video, installation, objects and mosaic. Permanent Adolescence is an attempt by NaiveSuperstar to reflect the diversity of the thoughts she simultaneously experiences in her head, to give a physical form to her thinking process. The exhibition is about childhood dreams, lost cities, sunken treasures, pink mountains and also random power earned through adulthood but yet again this exhibition is about the monotonous of everyday. But most importantly this exhibition is about continuous movement, which reflects Permanent Adolescence for the artist. 

გვანცა ჯიშკარიანი არის ქართველი ხელოვანი თბილისიდან. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2017 წელს დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში.

არტისტი ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ჯიშკარიანის ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად არ აქვს წინასწარ მომზადებული ესკიზები. მას აინტერესებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ტრადიციები, თანამედროვე ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება.

2014 წელს გვანცამ ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად, ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“. 2017 -ში, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე დააარსა Patara Gallery, რომელიც წარმოადგენს ექსპერიმენტულ სივრცეს ახალგაზრდა მხატვრებისთვის, უარყოფილი ან ჯერ არ-ნახული ალტერნატიული ხელოვნების გამოსაფენად. 2018 წელს კი გახდა თბილისში Why Not Gallery -ს თანადამფუძნებელი.