გაგზავნა

შეფუთვა

ტრანსპორტირებისთვის ყველა ნამუშევარი სათანადოდ არის შეფუთული.

თუ ნამუშევარი 150  სანტიმეტრია ან მეტი ნამუშევრის გაგზავნა ხდება დახვეულ მდგომარეობაში.

ტრანსპორტირების ღირებულება

ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება შეძენილი ნამუშევრის ფასის, ზომისა და წონის, ისევე როგორც ნამუშევრის მიმართულების მიხედვით.

ტრანსპორტიორ კომპანიები

Project ArtBeat-ი თანამშრომლობს ისეთ ტრანსპორტიორ კომპანიებთან როგორიცაა DHL და საქართველოს ფოსტა. 

იმ შემთხვევაში თუ ნამუშევრის ღირებულება 1500 $-მდეა, თქვენ გეძლევათ საშუალება ამოირჩიოთ ორი გადამზიდავი კომპანიიდან საქართველოს ფოსტა ან DHL.

ხოლო თუ ნამუშევრის ფასი აღემატება 1500 $-ს, ამ შემთხვევაში მხოლოდ DHL-ით შეძლებთ სარგებლობას.

ტრანსპორტირების დაზღვევის ხარჯები

DHL მომსახურების არჩევის შემთხვევაში დაზღვევის ხარჯები ავტომატურად შედის ტრანსპორტირების გადასახადში და ფარავს ადგილზე მიტანის სერვისს.

საჭიროების შემთხვევაში DHL-ის დაზღვევა ანაზღაურებს ნამუშევრის ღირებულებას.

საქართველოს ფოსტის მომსახურების შემთხვევაში, არ მოქმედებს ნამუშევრის დაზღვევა.

ტრანსპორტირების ხარჯების გამოთვლა

ტრანსპორტირების ხარჯების გამოსათვლელად დაამატეთ სასურველი ნამუშევარ(ებ)ი თქვენს კალათაში და კალათის გვერდზე შეიყვანეთ ტრანსპორტირების მიმართულება.

საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება არის უფასო.

ჩარჩო

ჩვეულებრივ Project ArtBeat-ი ნამუშევრებს ჩარჩოს გარეშე აგზავნის. თუმცა ჩვენი საიტი მომხმარებელს სთავაზობს ნამუშევრის ჩარჩოში ჩასმის სერვისს.თუ გსურთ ნამუშევრის ჩარჩოში ჩასმა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, სანამ ჩვენ ტრანსპორტირებისთვის გავამზადებთ თქვენს შეკვეთას. თუმცა, თუ არტისტი ნამუშევარს ჩარჩოში ჩასვამს, ჩარჩო ხდება ნამუშევრის ნაწილი და მაშინ ჩვენ ჩარჩოსთან ერთად ვყიდით მას.

ქვეყნები

Project ArtBeat-ი შემდეგ ქვეყნებში აგზავნის ნამუშევრებს:ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანდორა, ანგოლა, ანგვილა, არგენტინა, სომხეთი, არუბა, ავტსრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელორუსია, ბელგია, ბელიზი, ბენინი, ბერმუდი, ბოლივია,  ბოსნია ჰერცოგოვინა, ბოცვანა, ბრაზილია, ბრუნეი, ბულგარეთი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, კამბოჯა, კამერუნი, კანადა, კაიმანის კუნძულები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კაბო-ვერდე, ჩადი, ჩილე, ჩინეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კოლუმბია, კონგო, კოსტა რიკა, კოტ-დ'იუვარი, ხორვატია, კუბა, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, დომინიკა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეკუადორი, ეგვიპტე, სალვადორი, ერიტრეა, ესტონეთი, ეთიოპია, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, გაბონი, გამბია, საქართველო, გერმანია, განა, გიბრალტარი, საბერძნეთი, გრენლანდია, გრენადა, გუადალუპე, გუატემალა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ეკვატორული გვინეა, ბრიტანეთის გვიანა, საფრანგეთის გვინა, ჰაიტი, ჰონდურა, ჰონგ-კონგი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იამაიკა, იაპონია, იორდანია, ყაზახეთი. ყენია, კირიბატი, კორეა. სამხრეთ კორეა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლატვია, ლიბანი, ლესოთო, ლიბერია, ლიბია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მაკაო, მაკედონია, მადაგასკარი, მალდივები, მალავი, მალაიზია, მალი, მალტა, მარტინიკა, მავრიტანია, მავრიკი, მექსიკა, მოლდოვეთი, მონაკო, მონღოლეთი, მონსერატი, მოროკო, მოზამბიკი, მიანმარი, ნამიბია, ნაურუ, ნეპალი, ნიდერლანდი, ახალი კალედონია, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, ნიგერი, ნიგერია, ნორვეგია, ომანი, პაკისტანი, პანამა, პოპუა-ახალი გვინეა, პარაგვაი.

შეფუთვისა და ტრანსპორტირების დრო

შეფუთვისა და ტრანსპორტირების დრო იცვლება შეძენილი ნამუშევრისა და მიმართულების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ DHL-ს შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში ნამუშევარი მიეწოდება ტრანსპორტიორ კომპანიას  და ამ პროცედურის შემდეგ DHL შეძენილ ნამუშევარს გადმოგცემთ 3-5 სამუშაო დღეში.

იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ საქართველოს ფოსტის მომსახურებას შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში ნამუშევარი მიეწოდება ტრანსპორტიორ კომპანიას  და ამ პროცედურის შემდეგ, საქართველოს ფოსტა შეძენილ ნამუშევარს გადმოგცემთ  5-10 სამუშაო დღეში.

ამ დროისთვის, ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ სწრაფი მოწოდების სერვისს. თუმცა, თუ თქვენ გესაჭიროებათ ტრანსპორტირების დროის დაჩქარება, გთხოვთ დაუკავშირდეთ Project ArtBeat-ის გუნდს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით უზრუნველვყოთ თქვენი მოთხოვნა.

ხელის მოწერა ამანათის მიღებისას

ნამუშევრების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა ამანათი უნდა გადაეცეს შემკვეთს და სასურველია შემკვეთის მიერ მოეწეროს ხელი მიღების დოკუმენტს.

DHL მომსახურების შემთხვევაში აუცილებელია ხელი მოეწეროს ჩაბარების დოკუმენტს, თუმცა არ არის სავალდებულო ხელმოწერა იყოს შემკვეთის მიერ, ნებისმიერ სრულწლოვან მიმღებ პირის შეუძლია ხელის მოწერა.

აუცილებელია ხელისმომწერი პირი იყოს სრულწლოვანი.

საქართველოს ფოსტის შემთხვევაში ხელმოწერა დამოკიდებულია იმ ქვეყნის ფოსტაზე, სადაც ტვირთი იგზავნება.

განბაჟების ხარჯები

განბაჟების ხარჯები ავტომატურად შედის ტრანსპორტირების გადასახადში და ფარავს  ადგილზე მიტანის სერვისს. თუმცა თუ თქვენს ქვეყანაში რაიმე დამატებითი გადასახადია , ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს  Project ArtBeat-ი.

ერთზე მეტი ნამუშევარის შეძენა

თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად შეუკვეთოთ ერთზე მეტი ნამუშევარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ნამუშევარს ერთსადაიმავე მისამართზე აგზავნით. რამდენიმე ნამუშევარი შეიძლება მოთავსდეს ერთ ტვირთში და Project ArtBeat-ის გუნდი უზრუნველყოფს მათ დროულად მოწოდებას.