წესები

შესავალი

მადლობას გიხდით თქვენი სტუმრობისთვის ჩვენს ონლაინ პლათფორმა Projectartbeat.com-ზე, რომელსაც მართავს Project ArtBeat-ის გუნდი. თქვენ მიერ ამ საიტით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით  ჩვენს წესებს. თუ არ ეთანხმებით ჩვენს წესებს შეგიძლიათ არ გამოიყენოთ  საიტი. ჩვენ შეიძლება წინასწარი შეტყობინების გარეშე დროდადრო შევცვალოთ წესები. მოგიწოდებთ ხშირად შეამოწმოთ საიტი, რათა იხილოთ მიმდინარე წესები და ცვლილებები.

საიტით სარგებლობა

Project ArtBeat-ი უზრუნველყოფს თქვენს საიტზე წვდომას და მის გამოყენებას, რომელიც ექვემდებარება თქვენს თანხმობას საიტის წესებისა და კონფიდენციალურობის შესახებ. აკრძალულია საიტიდან ნებისმიერი მასალის რაიმე ფორმით კოპირება, გამოქვეყნება, რეპროდუცირება, ატვირთვა ან გავრცელება, საიტის მიერ სპეციალური თანხმობის ნებართვის გარეშე. საიტი და მასში შემავალი ნებისმიერი მასალა,  იქნება ეს ტექსტები, სურათები და HTML, რომელიც გამოიყენება გვერდების საწარმოებლად, არის ჩვენი ან ჩვენი მომწოდებლებისა და პარტნიორების საკუთრება და დაცულია სავაჭრო ნიშნის ან საავტორო უფლების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს თავისუფალ წვდომას ვებგვერდზე, რათა გამოიყენოთ მოწოდებული ინფორმაცია და მომსახურება.

თქვენი ანგარიში და წვდომა საიტზე

საიტი ხელმისაწვდომი არაა 18 წელზე ნაკლები ასაკის პირებისთვის და Project ArtBeat-ის მიერ რაიმე მიზეზით აკრძალული პირებისთვის. საიტით სარგებლობის ან რეგისტრაციის დროს თქვენ თქვენს ანგარიშზე შეგყავთ ინფორმაცია და თანხმდებით, რომ გვაწვდით უტყუარ, ზუსტ, მიმდინარე და სრულყოფილ მონაცემებს თქვენ შესახებ.  ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ან უარი ვთქვათ მომსახურებაზე ნებისმიერი მიზეზით და ნებისმიერ დროს. 

საავტორო უფლებების დარღვევა

თუ თვლით , რომ მოხდა თქვენი ნამუშევრის რაიმე ფორმით კოპირება და ეს საავტორო უფლების დარღვევაა, გთხოვთ  ჩვენს საავტორო უფლებების აგენტს მიაწოდოთ შემდეგი წერილობით ინფორმაცია: (i) იმ პირის ელექტრონული ან ფიზიკური ხელმოწერა, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს საავტორო უფლების მქონე პირის მაგივრად; (ii) საავტორო უფლებით დაცული ნამუშევრის აღწერა, რომელზეც თქვენი მტკიცებით დარღვეულია ეს უფლება; (iii) აღწერეთ საიტზე ზუსტად სად მდებარეობს ის ნამუშევარი, რომელზეც ირღვევა საავტორო უფლება; (iv) თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი; (v) განცხადება, იმის თაობაზე რომ თქვენ ნამდვილად იცით, რომ ეს არის ნამუშევრის საეჭვო მოხმარება და რომ პირი არ არის უფლებამოსილი კანონით, საავტორო უფლების მქონე პირის ან მისი აგენტის მიერ; და (vi) თქვენი განცხადება, რომელსაც ადასტურებთ, რომ ზემოთ მოცემული ინფორმაცია არის სანდო და თქვენ პირადად ხართ საავტორო უფლების მქონე პირი ან უფლებამოსილი, პირი რომელსაც შეუძლია იმოქმედოს საავტორო უფლების მქონე პირის ნაცვლად. ჩვენს საავტორო უფლების მქონე აგენტს, რომელიც იღებს განცხადებებს საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:info@projectartbeat.com

წესები, შეზღუდვები და ცვლილებები საიტზე

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერი მიზეზით, ჩვენი პირადი შეხედულებისამებრ და თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეში შევწყვიტოთ, შევცვალოთ ან შევაჩეროთ საიტის ნებისმიერი ასპექტი ინფორმაციის, მონაცემების, პროდუქციის, ტექსტის, ფოტოების, ვიდეოების ან სხვა მასალების ჩათვლით და ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენი ან ნებისმიერი მესამე მხარის წინაშე. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავაწესოთ შეზღუდვები ან წესები საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ან შევზღუდოთ თქვენი წვდომა საიტზე, თქვენი გაფრთხილების ან ჯარიმის გარეშე. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ შევცვალოთ ეს წესები და/ან შეზღუდვები ნებისმიერ დროს.

საერთაშორისო გამოყენება

ჩვენ ვმართავთ საიტს ჩვენი ოფისიდან, რომელიც მდებარეობს საქართველოში და ყველა ინფორმაცია მუშავდება საქართველოში. თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცვათ ყველა მოქმედი კანონმდებლობა, წესები და ინსტრუქციები საიტის მოხმარების დროს.

თანხმობა წესებზე

საიტზე ნებისმიერი პირადი ინფორმაციის მოწოდებით ყველა მომხმარებელს კარგად ესმის და ცალსახად თანხმდება, რომ ეს ინფორმაცია მუშავდება საქართველოში. ამ წესებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში უნდა მოგვმართოთ Project ArtBeat-ს.

დაკარგვის რისკი

ჩვენი ვებგვერდიდან შეძენილი ნამუშევრები იგზავნება მესამე მხარის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად. შედეგად, ტრანსპორტიორთან მიტანის შემდეგ, ნამუშევრების დაკარგვის რისკი თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა.

შესყიდვა

Project ArtBeat-ი და მისი პარტნიორები ცდილობენ მოგაწოდონ პროდუქციის სრულყოფილი და ზუსტი აღწერილობა თუ ფასები. თუმცა, ინტერნეტიდან გამომდინარე, მოულოდნელმა მომსახურების შეფერხებამ ან შეცდომებმა შეიძლება ვებგვერდზე გამოიწვიოს გარკვეული უზუსტობები. ჩვენი გუნდი უფლებამოსილია გააუქმოს ნებისმიერი შენაძენი, რომელიც არასწორ ფასს აჩვენებს. თუ ნაჩვენები ფასი რეალურ ფასზე მაღალია, თქვენ დაგიბრუნდებათ ზედმეტად გადახდილი თანხა. თუ ნაჩვენები ფასი რეალურ ფასზე დაბალია, ჩვენ გავაუქმებთ შესყიდვას და ვეცდებით დაგიკავშირდეთ ტელეფონის ან ელ-ფოსტის საშუალებით, რათა გავიგოთ გსურთ თუ არა ნამუშევრის შეძენა სწორ ფასად. თქვენ ადასტურებთ, რომ შეიძლება საიტზე წვდომის დროს  მოხდეს დროებითი შეფერხებები, რაც ნორმალურია. ამასთანავე, ჩვენ შეიძლება გადავწყვიტოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით შევაჩეროთ საიტზე წვდომა. Project ArtBeat- ი და მისი მომწოდებლები არავითარ შემთხვევაში არ არიან ვალდებულნი ამგვარი შეფერხების გამო პასუხი აგონ ნებისმიერი სახის ზარალზე.

გადასახადები

გადახდა ხდება მხოლოდ საკრედიტო ბარათის საშუალებით (Visa ან Mastercard).

შეტყობინებები

შეტყობინებებს მიიღებთ ელ-ფოსტით. 

კონტაქტი

ამ შეთანხმებასთან ან საიტთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დააწკაპუნეთ  კონტაქტის ღილაკზე ან მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:info@projectartbeat.com

ზოგადი ინფორმაცია

წესები, შეადგენს სრულ შეთანხმებას თქვენსა და Project ArtBeat-ს შორის და არეგულირებს საიტის მოხმარებას თქვენ მიერ. თქვენ ასევე შეიძლება დაექვემდებაროთ დამატებით წესებსა და პირობებს , რომლებიც  შეიძლება გამოიყენებოდეს საიტის მიერ. თქვენ თანხმდებით, რომ ამ შეთანხმების შედეგად არ არსებობს არანაირი ერთობლივი პარტნიორობა ან საქმიანი ურთიერთობა ჩვენს გუნდსა და თქვენს შორის. ჩვენ მიერ ნებისმიერი უფლების ან ხელშეკრულების შეუსრულებლობა არ იქნება ამ უფლების ან ხელშეკრულების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ ძალადაკარგულად იქნება მიჩნეული ამ წესების რომელიმე დებულება სასამართლოს ან კომპეტენტური იურისდიქციის მიერ, მხარეები მაინც თანხმდებიან, რომ სასამართლო უნდა შეეცადოს შეასრულოს მხარეების განზრახვები და ამ წესების სხვა დებულებები ძალაში რჩება. თქვენ არ შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი უფლებების ან ვალდებულებების წესები ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.

უფლებების აღიარება

თქვენ აღიარებთ, რომ ყველა უფლება დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებით. ასევე თქვენ თანხმდებით, რომ თქვენ არ შეცვლით, გამოიყენებთ, თარგმნით, დაშლით ან ეცდებით მიიღოთ ჩვენი რომელიმე მომსახურების ან პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, ისევე როგორც არ შექმნით ან ეცდებით შექმნათ მსგავსი მომსახურება ან პროდუქტი პროგრამის გამოყენებით.

სხვებისთვის გაზიარებული ინფორმაცია

ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ სხვა კომპანიებს სხვადასხვა მომსახურეობის მიზნით, იქნება ეს საკრედიტო ბარათის პროცედურები, ტრანსპორტირება, სახელისა და ადგილობრივი მისამართის გადამოწმება, ბაზრის კვლევა, თუ საიტზე განთავსებული სხვადასხვა აქციების მართვა. ჩვენ ამ კომპანიებს ვაწვდით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ სჭირდებათ ამათუიმ მომსახურების შესასრულებლად და ვმუშაობთ მათთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ თქვენი პირადი მონაცემების დაცვა. ამ კომპანიებს ხელშეკრულების საფუძველზე ეკრძალებათ ასეთი ინფორმაციის გამოყენება თავიანთი სავაჭრო მიზნებისთვის და ამ ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება Project ArtBeat-ის გარდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი მისამართი და საფოსტო კოდის დეტალები არის თაღლითობისგან თავის არიდება. ჩვენ ასევე შეიძლება გავამჟღავნოთ გარკვეული ინფორმაცია სამთავრობო მოთხოვნის ან  სასამართლო ბრძანებულების საფუძველზე. ჩვენ ასევე შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია იმ კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან თავი ავარიდოთ თაღლითობის ფაქტებს. ჩვენ ამ სააგენტოებსა თუ კომპანიებს არ ვაწვდით ზემოთხსენებულ ინფორმაციას მარკეტინგული ან კომერციული მიზნებისთვის.